ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
ამპარტავანი ადამიანები არა მხოლოდ თავიანთი საქმეებით ყოყოჩობენ, არამედ სიმართლეს აშკარა ტყუილში ურევენ, რათა უკეთ განადიდონ საკუთარი თავი და ყველას დაანახონ, რომ სხვებზე უკეთესნი არიან; ამასთან, ისინი იქამდე მიდიან, რომ საკუთარ ნა...
იხილეთ სრულად
ამპარტავანი ადამიანები არა მხოლოდ თავიანთი საქმეებით ყოყოჩობენ, არამედ სიმართლეს აშკარა ტყუილში ურევენ, რათა უკეთ განადიდონ საკუთარი თავი და ყველას დაანახონ, რომ სხვებზე უკეთესნი არიან; ამასთან, ისინი იქამდე მიდიან, რომ საკუთარ ნაკლსაც კი ღირსებად წარმოაჩენენ
link
დაფიქრდი იმაზე, თუ რაოდენ ძვირფასია შენი ცხოვრების დრო. ის იმდენად ფასეულია, რომ ყველა ორატორი თუნდაც ერთად შეკრებილიყო, ვერ შეძლებდნენ, ეჩვენებინათ ჩვენთვის, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია იგი, ბოლოს და ბოლოს, ისღა დარჩებოდ...
იხილეთ სრულად
დაფიქრდი იმაზე, თუ რაოდენ ძვირფასია შენი ცხოვრების დრო. ის იმდენად ფასეულია, რომ ყველა ორატორი თუნდაც ერთად შეკრებილიყო, ვერ შეძლებდნენ, ეჩვენებინათ ჩვენთვის, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია იგი, ბოლოს და ბოლოს, ისღა დარჩებოდათ, დადუმებულიყვნენ, როგორც ჩვილები. მაგრამ რას ვამბობ? თუნდაც ანგელოზებს მოესურვებინათ ამის განმარტება ჩვენთვის, ვერაფერს გვეტყოდნენ, იმიტომ, რომ დრო, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა იმისათვის, რომ სამოთხის მოპოვებისათვის გვე...
link
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს. როგორც ობობაა აბლაბუდის ცენტრში, ასევე ასეთი კაცი თავის თავს ყველაფრის სათავეში წარმოიდგენს.
link
ყველა ვნებათა შორის, რომლებიც თითქოსდა ჩვენი სულის ციებ-ცხელებებია, ყველაზე საშიში ამპარტავნებაა, ვინაიდან იგი იმდენად დამანგრეველია, რამდენადაც ფარულად ბუდობს დასნეულებულ კაცში. მრავალი ადამიანი მიძინებული სინდისის გამო ვერც კი ხ...
იხილეთ სრულად
ყველა ვნებათა შორის, რომლებიც თითქოსდა ჩვენი სულის ციებ-ცხელებებია, ყველაზე საშიში ამპარტავნებაა, ვინაიდან იგი იმდენად დამანგრეველია, რამდენადაც ფარულად ბუდობს დასნეულებულ კაცში. მრავალი ადამიანი მიძინებული სინდისის გამო ვერც კი ხვდება, რომ ამპარტავანია, ისინი, პირიქით, პირდაპირ თვრებიან თავიანთი ამპარტავნებით; ეს მათთვის თითქოს რაღაც სამკაული და გვირგვინია.
link
არც ზეცაში, არც მიწაზე არაფერია უფლის ძის ღვთაებრივ სისხლზე უფრო ძვირფასი. იმისათვის, რომ ანგელოზთა ცხრა დასს ჰყვარებოდა, მას ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაუღვრია. ხოლო იმისათვის, რომ ჩვენ შეგვეყვარებინა იგი, უფალმა მთელი თავისი სისხ...
იხილეთ სრულად
არც ზეცაში, არც მიწაზე არაფერია უფლის ძის ღვთაებრივ სისხლზე უფრო ძვირფასი. იმისათვის, რომ ანგელოზთა ცხრა დასს ჰყვარებოდა, მას ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაუღვრია. ხოლო იმისათვის, რომ ჩვენ შეგვეყვარებინა იგი, უფალმა მთელი თავისი სისხლი დაღვარა. მაშ, როგორ არ უნდა გვინდოდეს, გვიყვარდეს იგი?! რაოდენი გაბოროტება იმალება ჩვენში, თუ ყოველი ამ მსხვერპლის შემდეგ, რომელიც უფალმა გაიღო ჩვენი გადარჩენისთვის, კვლავ გულგრილნი და უგრძნობნი ვრჩებით მის მიმართ?! მ...
link
როგორ შეიძლება არ გიყვარდეს უფალი, როდესაც მან პირველმა შეგიყვარა შენ?! "ჩუენ გვიყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარა ჩუენ" (1 იოან. 4,19). მან იმ სიყვარულით შეგვიყვარა, რომლითაც საკუთარი თავი უყვარს. მის ჩვენდამი სიყვარულს ყვ...
იხილეთ სრულად
როგორ შეიძლება არ გიყვარდეს უფალი, როდესაც მან პირველმა შეგიყვარა შენ?! "ჩუენ გვიყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარა ჩუენ" (1 იოან. 4,19). მან იმ სიყვარულით შეგვიყვარა, რომლითაც საკუთარი თავი უყვარს. მის ჩვენდამი სიყვარულს ყველაზე ნათლად ამტკიცებს ის, რომ მან თავისი მხოლოდშობილი ძის მსხვერპლით გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის სატანჯველთაგან და მათ ნაცვლად მოგვანიჭა თვისი მეუფების ბედნიერება: "რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვი...
link
ვილოცოთ რათა მან გაანათლოს ჩვენი გონება იმის შესაცნობად, რომ მთავარია მისი სიყვარული, რამეთუ ჩვენ იმიტომ არ გვიყვარს, რომ არ ვიცით, როგორც თქვა ღვთიურმა და ღვთისმოყვარე ავგუსტინემ: "მარადიული სინათლე დაანთე ჩემს სულში, რათა შეგიგრ...
იხილეთ სრულად
ვილოცოთ რათა მან გაანათლოს ჩვენი გონება იმის შესაცნობად, რომ მთავარია მისი სიყვარული, რამეთუ ჩვენ იმიტომ არ გვიყვარს, რომ არ ვიცით, როგორც თქვა ღვთიურმა და ღვთისმოყვარე ავგუსტინემ: "მარადიული სინათლე დაანთე ჩემს სულში, რათა შეგიგრძნო, შეგიცნო და შეგიყვარო!"უფლისადმი ასეთი სიყვარული ჰქონდა პავლე მოციქულს, რომელიც ამბობს: "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე. ხოლო რომელი-ესე აწ ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძი...
link
უფალს სურს, ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი, რათა დავუკავშირდეთ იმ მადლს, რომლის შესახებაც სწორედ ახლა ვსაუბრობდით. თუკი აქამდე არ გვიყვარდა იგი – როგორც საჭიროა, მაშინ მოვინანიოთ ეს საქციელი, აღმოვფხვრათ ჩვენი დაუდევ...
იხილეთ სრულად
უფალს სურს, ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი, რათა დავუკავშირდეთ იმ მადლს, რომლის შესახებაც სწორედ ახლა ვსაუბრობდით. თუკი აქამდე არ გვიყვარდა იგი – როგორც საჭიროა, მაშინ მოვინანიოთ ეს საქციელი, აღმოვფხვრათ ჩვენი დაუდევრობა და ყველაზე ღრმად შემოვუშვათ უფალი ჩვენს გულში. მაშინ შევძლებთ, შევიგრძნოთ მისი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბო. გადავიხადოთ იმ დროის სანაცვლოდ, როცა არ გვიყვარდა უფალი, რადგან უკანმოუხედავად დავკარგეთ იგი და ნეტარ ავგუ...
link
ჩვენ უფალი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიკეთე, რადგან მასში უხვადაა ყველა სხვა დანარჩენი სრულყოფილება: სილამაზე, სიბრძნე, სიწმიდე, ძლიერება, დიდება, მადლიერება, უსასრულობა, ცხოვრება, მშვიდობა, თავისუფლება, მე...
იხილეთ სრულად
ჩვენ უფალი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიკეთე, რადგან მასში უხვადაა ყველა სხვა დანარჩენი სრულყოფილება: სილამაზე, სიბრძნე, სიწმიდე, ძლიერება, დიდება, მადლიერება, უსასრულობა, ცხოვრება, მშვიდობა, თავისუფლება, მეფობა, სამართლიანობა და ცხონება. ყველაფერი ეს არაა უფალი, მაგრამ არის უფალში. იგი უსასრულოდ მაღლაა ყოველივე ამათზე. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: "თვით ღმერთი უსაზღვროდ მეტად მიუწვდომელია, ვიდრე ის, რასაც იგი ა...
link
შევიყვაროთ უფალი "მთელი სულით, მთელი სიმტკიცით და მთელი ჩვენი გონებით" და ვეცადოთ, არასდროს შემოვუშვათ ჩვენს გულში რაიმე ცოდვა. უფალი მრავალი საშუალებით გვაქეზებს სიყვარულისკენ – ან გვარიგებს, ან მარადიული ტანჯვით გვაშინებს – მაშ,...
იხილეთ სრულად
შევიყვაროთ უფალი "მთელი სულით, მთელი სიმტკიცით და მთელი ჩვენი გონებით" და ვეცადოთ, არასდროს შემოვუშვათ ჩვენს გულში რაიმე ცოდვა. უფალი მრავალი საშუალებით გვაქეზებს სიყვარულისკენ – ან გვარიგებს, ან მარადიული ტანჯვით გვაშინებს – მაშ, მოდით ვილოცოთ, რათა მოგვეცეს ძალა მისი სიყვარულისა. ვთქვათ, ნეტარ ავგუსტინესთან ერთად: "შენ გვავალებ, გვიყვარდე, მაშ, მომეცი ის, რასაც მავალებ!"
link