წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს: ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პიროვნება მხოლოდ მა...
იხილეთ სრულად
წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს: ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პიროვნება მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, თუ კვლავ სრულიად განეშორება ცოდვას, რაც ყოველთვის მტკივნეული პროცესი იყო და არის, რადგან ბოროტი ადვილად არ თმობს ადამიანს და ათას საცდურსა და დაბრკოლებას უქმნის; მაგრამ განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, რად...
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აღდგომას წინ უსწრებდა მაცხოვრის ტანჯვა და ჯვარცმა. ასეთივეა ღვთის სასუფეველში დამკვიდრების მოსურნე თითოეული ადამიანის ხვედრიც. ყველამ ჩვენ ჩვენი გოლგოთა უნდა გავიაროთ, რათა სულის ცხონება მოვიპოვოთ.
მას შემდეგ, რაც უფალმა ცოდვის ტყვეობისაგან გამოგვიხსნა, ჯოჯოხეთსა და სიკვდილს ძალაუფლება მხოლოდ მათზე აქვს, რომელნიც ქრისტეს გარეშე არიან დაშთენილნი. მათი მრავალრიცხოვანება ბნელეთის ძალებთან ერთადაც კი არაფერია ყოვლისშემოქმედი და ...
იხილეთ სრულად
მას შემდეგ, რაც უფალმა ცოდვის ტყვეობისაგან გამოგვიხსნა, ჯოჯოხეთსა და სიკვდილს ძალაუფლება მხოლოდ მათზე აქვს, რომელნიც ქრისტეს გარეშე არიან დაშთენილნი. მათი მრავალრიცხოვანება ბნელეთის ძალებთან ერთადაც კი არაფერია ყოვლისშემოქმედი და ყოვლისმომცველი ღვთისა და მის ანგელოზთა წინაშე. ამიტომაც მოგვმართავს მოციქული: "ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან უფალმა კეთილ ინება თქვენთვის სასუფევლის მოცემა"...
აი, რას წერს წმ. პავლე მოციქული: "ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქმნა დასაბამ შესვენებულთა... ვიღაც იტყვის, როგორ აღდგებიან მკვდრები? ან როგორი სხეულით მოვლენ? უგუნურო, რასაც შენ თესავ, (ხომ) ვერ იცოცხლებს, თუ არ მოკვდა, ასევე მკვდრეთ...
იხილეთ სრულად
აი, რას წერს წმ. პავლე მოციქული: "ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქმნა დასაბამ შესვენებულთა... ვიღაც იტყვის, როგორ აღდგებიან მკვდრები? ან როგორი სხეულით მოვლენ? უგუნურო, რასაც შენ თესავ, (ხომ) ვერ იცოცხლებს, თუ არ მოკვდა, ასევე მკვდრეთით აღდგომისასაც: (სხეული) ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელებით, ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით, ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი" (I კორ. 15,20, 35-42,47), რადგან ვიცით, რომ ვინც აღადგინა იესო, ჩ...
ხორციელი აღდგომით მაცხოვარმა დაამტკიცა თავისი ღვთაებრივი ძალმოსილება, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. ამ სასწაულით მან აღდგომის შესაძლებლობა მიანიჭა მთელ კაცობრიობას. იმიტომაც მიიღო კაცობრივი ბუნება, შეიმოსა ჩვენი მსგავსი სხეულით...
იხილეთ სრულად
ხორციელი აღდგომით მაცხოვარმა დაამტკიცა თავისი ღვთაებრივი ძალმოსილება, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. ამ სასწაულით მან აღდგომის შესაძლებლობა მიანიჭა მთელ კაცობრიობას. იმიტომაც მიიღო კაცობრივი ბუნება, შეიმოსა ჩვენი მსგავსი სხეულით და ეზიარა ჩვენს ყოფას (გარდა ცოდვისა), იმიტომ ქადაგებდა და ითმენდა განსაცდელს, რომ ყველასთვის ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რათა დათრგუნოს ცოდვა და გაიმარჯვოს სიკვდილზე (რომელიც მხოლოდ დროებით განაშორებს...
ქრისტე აღდგა! რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს გულებში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ ...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს გულებში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ სიყვარულს ყველას და ერთმანეთს ყველაფერს ვპატიობთ.
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ. სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად ...
იხილეთ სრულად
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყრობილ იყვნეს მას შინა".
ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი ცათა სა...
იხილეთ სრულად
ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი მსვლელობის გზის გამნათებელი.
ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: "... იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ" (ინ. 15,12).
ცნობილია ანტონი დიდის დიალოგი მის სულიერ შვილთან: წმინდა მამა ეკითხება: "შვილო ჩემო, რატომ ხარ მდუმარედ?" იგი კი პასუხობს: "მამაო ჩემო, ჩემთვის შენი ყურებაც საკმარისია და მრავლის მთქმელი". როგორი სიყვარული და მადლმოსილებაა ამ სიტყ...
იხილეთ სრულად
ცნობილია ანტონი დიდის დიალოგი მის სულიერ შვილთან: წმინდა მამა ეკითხება: "შვილო ჩემო, რატომ ხარ მდუმარედ?" იგი კი პასუხობს: "მამაო ჩემო, ჩემთვის შენი ყურებაც საკმარისია და მრავლის მთქმელი". როგორი სიყვარული და მადლმოსილებაა ამ სიტყვებში!