განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
მოგზაური გზაში უდრტვინველად იტანს ყველა ქარიშხალსა და უამინდობას, ყველა გასაჭირსა და დანაკლისს იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს, სრულყოფილ განსვენებას ჰპოვებს ზეციურ კერაზე. მებრძოლი ომში მამაცურად მიდის მტრის წინააღმდეგ, რომე... იხილეთ სრულად
ის, ვინც აქ არ დაიტანჯება, იქ გაიგონებს სიტყვებს: "შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი ცხოვრებასა შენსა" (ლკ. 16, 25).
განსაცდელის გარეშე ბრძოლა არ არსებობს; ბრძოლის გარეშე არაა გამარჯვება, გამარჯვების გარეშე არაა სამაგიერო (2 ტიმ. 2, 5).
როგორც ისრაელს არ შეეძლო, მიეღო აღთქმული ქანაანის მიწა მანამდე, ვიდრე სხვადასხვა მტერს არ დაამარცხებდა: ასევე მორწმუნე სული საკუთარ თავს არ უნდა შეჰპირდეს ზეციურ სასუფეველს, ვიდრე არ დასძლევს სხვადასხვა განსაცდელსა და მწუხარებას.
ეკლები, რომლებიც ვარდს გარს ერტყმიან, მას ვერც ფერს და ვერც კეთილსურნელებას ვერ წაართმევენ: განსაცდელი და ტანჯვა-წამება ჭეშმარიტ ქრისტიანს ბრწყინვალებას მატებს.
თაფლი, რომელიც კვლიავის მწარე მცენარისგან კეთდება, საუკეთესოდ ითვლება. სიკეთეც, რომელიც ცხოვრებისეული განსაცდელების ჟამს, ტანჯვა-წამებით აღესრულება, უმაღლესი სიკეთეა.
როგორც მაგარ ხეებს ძირ-ფესვიანად ვერ ამოთხრის ქარის შემოტევა, თუნდაც მრავალი მხრიდან უტევდეს მას, პირიქით, ამით ხეს უფრო მყარსა და მტკიცესაც კი ხდის. ასევე სულს, რომელიც წმიდად და კეთილზნეობრივად ცხოვრობს, განსაცდელები და მწუხარებ... იხილეთ სრულად
თუკი სუსტი საგანი, რომელიც მყარს შეეჯახება, ზოგჯერ იმსხვრევა, ბუნებაში მრავალ ისეთ მოვლენასაც ვხვდებით, როცა დაბრკოლებისას საგნის ძალა იზრდება და უფრო მტკიცდება. მდინარე ჩუმად მიადინებს თავის წყლებს, როცა მისი კალაპოტი ფართოა: სწრ... იხილეთ სრულად
როგორც გამოცდილი მებაღე ხიდან უნაყოფო ყლორტებს ჭრის, რათა წვენი ამოძრავდეს და ნაყოფიერ ტოტებში ჩადგეს, ასევე ყოვლადბრძენი უფალი განსაცდელის ორლესული მახვილით წმენდს სათნო ადამიანის სულს, რათა მან უმეტესი ნაყოფი გამოიღოს.