მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თან...
იხილეთ სრულად
მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანამდგომად მიგიღონ და გულახდილნი გახდნენ. ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც.
მართალია, ეკონომიკურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, პასუხისმგებლობა თანაბარია.
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! ხოლო ის, ვინც სისუსტის, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის. ამიტომაც, ვისაც ასეთი ფიქრ...
იხილეთ სრულად
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!ხოლო ის, ვინც სისუსტის, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის. ამიტომაც, ვისაც ასეთი ფიქრები გაუჩნდება, მსწრაფლ უნდა მოიშოროს თავიდან, მოძღვართან მივიდეს აღსარება თქვას, რათა სულიერად განმტკიცდეს და ბოროტის მარწუხებისგან თავი დაიცვას.
ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური...და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: „მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური...და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: „მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი“ (მთ. 26,39), ანდა „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე“ (მთ. 27,46), მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომაც, გაჭირვების ჟა...
უბედურება იმაში კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ დაცემულს ადგომა არ გინდა; უბედურება ის კი არ არის რომ ვნებებმა დროებით დაგძლია, არამედ ის, რომ ცოდვაში ცხოვრება მოგწონს და ჯიუტად აგრძელებ ასეთ ყოფას და სხვათაც ღუპავ.
ზოგს მიაჩნია, რომ ღვთის მცნებების დაცვა ძნელია და რადგან ამის უნარი არა აქვს, ურჩევნია, ძველებურად განაგრძოს ცხოვრება, თუმცა იცის, რომ სწორად არ იქცევა.