განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
თუკი მატყლი ვერ გამოდგება საქსოვად, თუ მას მრავალჯერ არ დატკეპნიან და დაჩეჩავენ, რის შედეგადაც ის სუფთავდება და საქსოვად გამოსადეგი ხდება; ასევე ღვთისმოყვარე სული, რომელმაც მრავალი განსაცდელი და მწუხარება გადაიტანა და მამაცურად და... იხილეთ სრულად
ბუნებაში ყოველივე უსუფთაო, პირველყოფილიდან წარმომდგარი და დაუმუშავებელი სრულყოფილებას სხვაგვარად ვერ შეიძენს, თუ არ დამუშავდა. ძვირფას ქვებს აპრიალებენ; საღებავები იწურება და იწმიდება; ბროლსა და ფაიფურს ცეცხლში ატარებენ; ქვები იმტ... იხილეთ სრულად
განსაცდელი ბოროტება არ არის, არამედ სიკეთე. იგი კარგს უკეთესებად აქცევს. ესაა ქურა - ოქროს განსაწმედელი, ესაა წისქვილი - ხორბლის დასაფქველი, ესაა ცეცხლი, რომელიც ეკალ-ბარდებს შემუსრავს, რათა მიწამ შეძლოს, რომ მიიღოს თესლი კეთილი.
ქრისტიანი, რომელიც უბედურებით არ არის გამოცდილი, იმ მეომარს ჰგავს, რომელიც ბრძოლაში ჯერ არ ჩაბმულა. მზერა, მიმართვა, მეთოდები, მეტყველება - ყოველივე ეს მის სიმამაცეს გვიჩვენებს; მაგრამ თუ იგი არსად შეხვედრია მტერს, არც კი დაუნახავ... იხილეთ სრულად
ბოცმანის ხელოვნება მაშინ კი არ გამოიცდება, როცა წყნარი ამინდია, არამედ მაშინ, როცა ქარიშხალია და ღელვაა ზღვაზე.
როგორც მეგობარს ვერ დაუდგები თავდებად, თუკი მისი ერთგულება ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი უბედურებაში (ზირ. 6, 7); ზუსტად ასევე ვერც სათნოების სიმტკიცეს, სიმყარეს, გულწრფელობას მიენდობი, ვიდრე იგი მწუხარების საცდელი ქვით არ გამოიცდებ... იხილეთ სრულად
ნივთი, რომელიც ოქროს ჰგავს, შეიძლება, სუფთა ოქრო იყოს და შეიძლება, მინარევები ჰქონდეს, ან სულაც არ იყოს ოქრო შიგნიდან. ცეცხლში ოქრო იწმიდება, მინარევი შორდება, ყალბი ნივთიერება კი გამოაშკარავდება. ასევე ადამიანის სათნოება შეიძლება... იხილეთ სრულად
მეომრის სიმამაცე ბრძოლაში გამოიცდება, ჩვენი რწმენის სიმტკიცე კი - განსაცდელებში.