წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
თავს ნუ იტყუებ, შენ არ ძალგიძს, რომ უხილავ ფარაონს გაექცე, არც - ზეციური ზატიკის ხილვა, თუ ამ სოფელში მწარე ბალახსა და ხმიადს არ ჭამ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მწარე ბალახი იძულებითი მარხვა და მოთმინებაა, ხმიადი - მდაბალი ... იხილეთ სრულად
სუნთქვასავით შეიწყნარე მეფსალმუნის ეს სიტყვები: - ხოლო რა ჟამს იგინი(ეშმაკნი) მაჭირვებდენ მე, შევიმოსო ძაძა და დავიმდაბლო მარხვითა სული ჩემი და ლოცა ჩემი ჩემდა მოიქცეს (ფს. 34,13)
მარხვა ბუნების იძულებაა, ყოველივე იმის უარყოფაა, რაც გემოს ატკბობს, ხორცთა აღძვრის დამახშობელი, მზაკვრულ ზრახვათა დამთრგუნველი, ბილწ სიზმართაგან დამხსნელი, ლოცვის სიწმიდე, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის მოკვდინე... იხილეთ სრულად
ჩვენს მოწინააღმდეგეს ვკითხოთ, უმეტესად კი ჩვენი ბოროტი მტრების უმთავრეს წინამძღოლს - ნაყროვანების ვნებას, მას, ვინც ადამის დაცემის მიზეზი გახდა, ესავის დამღუპველი, ისრაელის დამთქმელი, ნოეს გამაშიშვლებელი, გომორელთა მომსვრელი, ლოთი... იხილეთ სრულად
1. ზოგიერთი თვლის, რომ პატივმოყვარეობა და ამპარტავნება ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ უმთავრეს ვნებათა შორის გრიგოლ ღვთისმეტყველი რვას ასახელებს: რადგან პირველ ვნებად ნაყროვანებას თვლის, მეორედ - სიძვას, მესამედ - ვერცხლისმოყვ... იხილეთ სრულად
პატივმოყვარეობა თავისი არსით ბუნების გადასხვაფერებაა, კეთილი წესის გარყვნა, საკუთარ ბრალისაგან გაქცევა, თავისი ბუნებით ის ნაღვაწის დამღუპველია, სულიერ საუნჯეთა მძარცველი, ურწმუნოების ნაშობი და ამპარტავნების წინამორბედი. ისაა ნავსა... იხილეთ სრულად
ჭიანჭველა მარცვლის დამწიფებას ელის, ხოლო პატივმოყვარეობა ელის, რომ მონაზვნის სიმდიდრე მიიტაცოს.
სასოწარკვეთილების ეშმაკს ბოროტების სიმრავლე ამხიარულებს, ხოლო პატივმოყვარეობის ეშმაკს - სათნოებათა სიმრავლე. პირველის ასული წყლულთა სიმრავლეა, ხოლო მეორესი - შრომის სიმრავლე
დააკვირდი და ნახავ, რომ უკეთური პატივმოყვარეობა საფლავის კარამდე შესამოსლებით შემკული მოგყვება ყველგან, ყოველგვარ საქმეში
მზე ყველაფერს უშურველად ანათებს და ყოველგვარ საქმეში პატივმოყვარეობა იმყოფება; როდესაც ვმარხულობ, ჩევს გონებას ქედმაღლობა იპყრობს, ხოლო, როდესაც გავიხსნილებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მარხვა სხვათა თვალთაგან დავფარო, ჩემი გონება კვლავ მა... იხილეთ სრულად