ვისაც ცხონება სურს, მისი გული ყოველთვის მზად უნდა იყოს სინანულისა და შემუსრვილებისთვის: "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი; გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფსალმ. 50,17). თუ სულის ამგვარი შემუს...
იხილეთ სრულად
ვისაც ცხონება სურს, მისი გული ყოველთვის მზად უნდა იყოს სინანულისა და შემუსრვილებისთვის: "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი; გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფსალმ. 50,17). თუ სულის ამგვარი შემუსრვილება მოიპოვა, კაცი ადვილად გადაურჩება ეშმაკის მზაკვრულ მახეებს: მთელი მისი მცდელობა ხომ იქით არის მიმართული, რომ სული აგვიმღვრიოს და თავისი სარეველის თესლი დათესოს... სინანულის დასაბამი ღმერთის შიში და საკუთარი თავისადმი ყურ...
გვიმტყუნებს, ძმებო, აუცილებლად გვიმტყუნებს ყველას წარმავალი სიკეთე: მდიდარს - სიმდიდრე, სახელოვანს - სახელი, ჭაბუკს - სიჭაბუკე, ბრძენს - სიბრძნე. ერთადერთი, მარადიული, უმთავრესი სიკეთის მოხვეჭა ხელეწიფება კაცს, ესაა ჭეშმარიტი შეცნ...
იხილეთ სრულად
გვიმტყუნებს, ძმებო, აუცილებლად გვიმტყუნებს ყველას წარმავალი სიკეთე: მდიდარს - სიმდიდრე, სახელოვანს - სახელი, ჭაბუკს - სიჭაბუკე, ბრძენს - სიბრძნე. ერთადერთი, მარადიული, უმთავრესი სიკეთის მოხვეჭა ხელეწიფება კაცს, ესაა ჭეშმარიტი შეცნობა ღმრთისა, მასთან შერიგება და შეერთება, რომელსაც ქრისტე გვანიჭებს. მაგრამ ამ უზენაეს სიკეთეთა მოსაპოვებლად აუცილებელია დავუტეოთ ცოდვილი ცხოვრება და მოვიძაგოთ იგი. შეინანეთ!
სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძვნებული, მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკ...
იხილეთ სრულად
სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძვნებული, მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკურნებლად და დღესაც ყველას მოუწოდებს, აღუთქვამს და მიჰმადლის კიდეც ცოდვის მიტევებას, ყოველი სალმობის კურნებას.
ჰეი, სტუმარო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევისა და მხიარულების შეუნელებელი ხმაურით სავსე, თქვენ ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულის, პირქუში კუბოსა და ...
იხილეთ სრულად
ჰეი, სტუმარო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევისა და მხიარულების შეუნელებელი ხმაურით სავსე, თქვენ ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულის, პირქუში კუბოსა და კიდევ უფრო პირქუში მარადისობისკენ მიექანებით - შეჩერდით! ჩამოიბერტყეთ ამა სოფლის ხიბლი, მუდამ თავის მონობაში რომ გამყოფებთ! ისმინეთ, რას გვამცნებს მაცხოვარი, ჯეროვანი ყურადღება მიაგეთ მის სიტყვებს: " შეინანეთ და გრწმენინ...
სცოდე, ჰოი სულო ჩემო, შეინანე მსწრაფლ, რამეთუ დღენი ჩვენნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ და შემდგომად მცირედთა ჟამთა განხუალ და მიხვიდე ადგილთა მათ საშინელთა და ზარის-ასახდელთა. აწ უკუე ნუ სდროებ დღითი-დღედ მოქცევად ღმრთისა მიმართ. ვაი...
იხილეთ სრულად
სცოდე, ჰოი სულო ჩემო, შეინანე მსწრაფლ, რამეთუ დღენი ჩვენნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ და შემდგომად მცირედთა ჟამთა განხუალ და მიხვიდე ადგილთა მათ საშინელთა და ზარის-ასახდელთა. აწ უკუე ნუ სდროებ დღითი-დღედ მოქცევად ღმრთისა მიმართ. ვაი შენდა, სულო ჩემო, რამეთუ განსდევნენ შენგან წმიდანი ანგელოზნი საქმითა ბოროტითა
შიშის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია. უფლის მიმართბუნებრივი სწრაფვა აქვს მინიჭებული სინდისს და საცდურს უგულებელჰყოფს. ხშირად ცოდვა ურცხვად იჭრება სულში, მაგრამ სინდისი დროის გარემოებებით სარგებლობს და ცოდვას ერევა. როდესაც სი...
იხილეთ სრულად
შიშის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია. უფლის მიმართბუნებრივი სწრაფვა აქვს მინიჭებული სინდისს და საცდურს უგულებელჰყოფს. ხშირად ცოდვა ურცხვად იჭრება სულში, მაგრამ სინდისი დროის გარემოებებით სარგებლობს და ცოდვას ერევა. როდესაც სიბნელეში მყოფი ადამიანი შეშინდება, სინდისი ამხელს მას, რომ შიშის მიზეზი ცოდვაა. წმინდა წერილში წერია: "ურჩულონი თანაწარხდენ კეთილსა" (იგავ. 28,1); და კიდევ: "მართალსა, ვითარცა ლომსა, არა მოაკლდეს სასოებაი", ცოდვილი კი თავის აჩრდ...
ეშმაკი ცოდვის ჩასადენად აქეზებს ადამიანს. როდესაც წინააღმდგომი (ეშმაკი) ხედავს, რომ უკეთურებს სასოწარკვეთას უნერგავს, მაგრამ მათგან იძლევა, მაშინ სხვა ღონეს ხმარობს: ვნებათა აყოლისა და ყველაზე საძაგელი ცოდვების ჩადენისკენ უ...
იხილეთ სრულად
ეშმაკი ცოდვის ჩასადენად აქეზებს ადამიანს. როდესაც წინააღმდგომი (ეშმაკი) ხედავს, რომ უკეთურებს სასოწარკვეთას უნერგავს, მაგრამ მათგან იძლევა, მაშინ სხვა ღონეს ხმარობს: ვნებათა აყოლისა და ყველაზე საძაგელი ცოდვების ჩადენისკენ უბიძგებს ცოდვილს. სინანული კი კვლავ წინ აღუდგება მას, სინდისში ცდუნებას სპობს, სინდისს სწყლავს და გონება უწერტს, რათა მიძინებული სული გააღვიძოს. ცდუნება სინდისს აცბუნებს, მის წინაშე შავ ღრუბლად გადაიქცევა და ღვთის მისადგომს უღობ...
ღმერთის ხსენება სულთქმას ბადებს. გონზე მოსვლის საშუალებას არ აძლევს ეშმაკი ცოდვილებს და მათ სინანულის სისასტიკეს წარმოუდგენს. ხოლო სინანული, ხედავს რა მის გაიძვერობას, ალერსით მიეახლება(ცოდვილებს) და ეუბნება: "ოღონდ კი ღმერ...
იხილეთ სრულად
ღმერთის ხსენება სულთქმას ბადებს. გონზე მოსვლის საშუალებას არ აძლევს ეშმაკი ცოდვილებს და მათ სინანულის სისასტიკეს წარმოუდგენს. ხოლო სინანული, ხედავს რა მის გაიძვერობას, ალერსით მიეახლება(ცოდვილებს) და ეუბნება: "ოღონდ კი ღმერთი ახსენეთ და მე ვიშრომებ თქვენს ნაცვლად. გონებაში გამოისახეთ მისი გულმოწყალება და მე ვიქნები თქვენი შუამდგომელი. სინანულის ერთი ჩუმი სულთქმა გამაგონეთ ცოდვილებო, და ღვთის მსახურებად გაქცევთ". თუ ცოდვილი სინანულით ოხრავს, ოხვრა...
სინანული ღმერთმა დააწესა. იხილა ღმერთმა, რომ კაცთა მოდგმას მტერი აშფოთებს, და მის დასამხობად სინანული დააწესა. მტერი გვარწმუნებს, შევცოდოთ, სინანული კი გამზადებულია ცოდვილის შესაწყნარებლად. მტერი უშჯულოების ჩადენისკენ გვიბი...
იხილეთ სრულად
სინანული ღმერთმა დააწესა. იხილა ღმერთმა, რომ კაცთა მოდგმას მტერი აშფოთებს, და მის დასამხობად სინანული დააწესა. მტერი გვარწმუნებს, შევცოდოთ, სინანული კი გამზადებულია ცოდვილის შესაწყნარებლად. მტერი უშჯულოების ჩადენისკენ გვიბიძგებს, ხოლო სინანული გვირჩევს, უშჯულოება მოვიძულოთ და ღვთისადმი მოვექცეთ. პირველი სასოწარკვეთას გვინერგავს, ხოლო მეორე ცხონების სასოებას აღგვითქვამს. ცოდვა სინდისს აღშობს და აძინებს, სინანული კი მისი განწმენდისა და დამშვიდების ...
სინანული სულიერი სარგებელია. ვფიქრობ, რომ სინანული სულიერი მონაგებია, რადგან იმკის იმას, რაც არ დაუთესავს. სხეული ხრწნას თესავს და სინანული მასაც იმკის და ადამიანს სიწმინდეს ანიჭებს. ბიწიერება ვნებებს თესავს, სინანული კი აღ...
იხილეთ სრულად
სინანული სულიერი სარგებელია. ვფიქრობ, რომ სინანული სულიერი მონაგებია, რადგან იმკის იმას, რაც არ დაუთესავს. სხეული ხრწნას თესავს და სინანული მასაც იმკის და ადამიანს სიწმინდეს ანიჭებს. ბიწიერება ვნებებს თესავს, სინანული კი აღმოფხვრის მათ და სათნოებას თესავს. ის იღებს იმას, რაც არ გაუცია; სინანული კეთილმსახური შემკრებია, სარგებლისა, მომკითხველი იმისა, რაც არ გაუცია. ის ცოდვილებს მიმართავს: "მომეცით თქვენი ცოდვების ტვირთი - ჩემი ზღვევინების სარგებელი...