განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ხშირად მართალნიც მიეცემიან უკეთურ ადამიანთა ხელთ, არა - უკეთურთა განსადიდებლად, არამედ - მართალთა გამოსაცდელად.
იცოდე, რომ ყოველთვის ცოდვებისთვის არ ხდება უბედურების, მწუხარების დაშვება. ზოგჯერ კაცთმოყვარე ღმერთი, რომელსაც უყვარს თავისი მონა, განგებ აგდებს მას სატანჯველში, როგორც ოქროს ზოდს ცეცხლში, რათა გამოსცადოს იგი, როგორც ოქრო ქურაში. ... იხილეთ სრულად
ავადმყოფი წამლის მიღებისას გრძნობს მის მწარე, უსიამოვნო გემოს, მაგრამ ვერ შეიგრძნობს მის მაკურნებელ თვისებებს; საკურნებელ მოწვისა და ჭრილობის დროს მხოლოდ ტკივილს და ფიზიკურ ტანჯვას განიცდის და მხოლოდ მერე, გამოჯანმრთელებისას იგრძნ... იხილეთ სრულად
ვნუგეშობთ და ვხარობთ, როცა მკურნალი კურნავს ჩვენს უძლურ სხეულს, თუმცა კი - მწარე წამლით და სასტიკი კურნებით. ვმადლობთ და სამაგიეროს მივაგებთ მას. მით უფრო უნდა გვიხაროდეს და გულით ვმადლობდეთ უფალს, როცა ჩვენს სულიერ უძლურებებს მწუ... იხილეთ სრულად
ნუ იტყვი: "ო! რა უბედური ვარ!" არამედ თქვი: "ეს კიდევ ცოტაა ჩემი ცოდვებისთვის"
როდესაც ვინმე იმ წამალს გაწვდით, რომელიც ჯანმრთელობის აღსადგენად გამოცდილმა ექიმმა გამოგიწერათ, წამლის დალევისას ხომ არ ფიქრობთ იმ ხელზე, ვინც სამკურნალო საშუალება მოგაწოდათ, არამედ იმაზე, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ის მიგეღოთ. სწ... იხილეთ სრულად
ვიცი მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი; არამედ მოგვმადლენ უფალმან, რათა აღტყინებულიცა იგი უჩინო ცეცხლი, რომელ აღუგზნიეს შენთვის ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად. არა უმეცარ არ... იხილეთ სრულად
ცოდვილი ძნელად თუ შეინანებს გასაჭირის გარეშე, რადგანაც შეუძლებელია ღვთის სამართალს დაემალო.
რა მწუხარებაც უნდა შეგემთხვეს, ნურავის დაადანაშაულებ, საკუთარი თავის გარდა, და თქვი: "ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა".