სინანული დოვლათიანი ნაყოფია, საყვარლებო, და ამასთანავე, სავსე მჭელეულებად აღუვლენს ღმერთს თავისსავე მონაგარს - ქველმოქმედებას. სინანული ნაყოფიერი მინდორია, მუდამდღე რომ მუშავდება. იგია ხე ცხოვრებისა, რადგან ცოდვით მკვდარ ადამიანებ...
იხილეთ სრულად
სინანული დოვლათიანი ნაყოფია, საყვარლებო, და ამასთანავე, სავსე მჭელეულებად აღუვლენს ღმერთს თავისსავე მონაგარს - ქველმოქმედებას. სინანული ნაყოფიერი მინდორია, მუდამდღე რომ მუშავდება. იგია ხე ცხოვრებისა, რადგან ცოდვით მკვდარ ადამიანებს აღადგენს. მასზეა დამყნობილი ყოველგვარი ზეციური განწესება, ვინაიდან სინანული ღმრთეების თანაზიარია. ღმერთი განცხრება მისით, როგორც თავისი შემოქმედების ძალით, რადგან იმ ადამიანებს, ვის წარწყმედასაც ცოდვა ცდილობს, ის საღმრ...
თავის თავის გლოვა და მწუხარება გვმართებს მუდამ ჟამს, რადგან ჩვენი ცხოვრების შენაერთი დღითიდღე იშლება. დღეები გამალებით რბიან, რათა წუთისოფლიდან გაგვიყვანონ; ჩვენ კი სიკეთის აღსრულებას არ ვეშურებით, ვიდრე წუთისოფელში ვართ. ეს დიდად...
იხილეთ სრულად
თავის თავის გლოვა და მწუხარება გვმართებს მუდამ ჟამს, რადგან ჩვენი ცხოვრების შენაერთი დღითიდღე იშლება. დღეები გამალებით რბიან, რათა წუთისოფლიდან გაგვიყვანონ; ჩვენ კი სიკეთის აღსრულებას არ ვეშურებით, ვიდრე წუთისოფელში ვართ. ეს დიდად სამწუხაროა, რადგან ჩვენი სიცოცხლის დღეებს აკლდება და ცოდვებს ემატება; ჩვენი ცხოვრება მიედინება და ჩვენი ცოდვა-დანაშაული მრავლდება. ცხოვრება უსახურავო სახლს ჰგავს, მყისვე რომ ირღვევა
როგორც ჩვენი ცხოვრების დღეებს აკლდება, ჯერ-არს, რათა ჩვენც ასევე დავაკლდეთ ჩვენს ცოდვებს, მაგრამ ცხოვრება გვეპარება და ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. დღეები და ღამეები აჩქარებით მიმიქრიან ჩვენი ცხოვრების შესამცირებლად და გვათამაშებენ...
იხილეთ სრულად
როგორც ჩვენი ცხოვრების დღეებს აკლდება, ჯერ-არს, რათა ჩვენც ასევე დავაკლდეთ ჩვენს ცოდვებს, მაგრამ ცხოვრება გვეპარება და ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. დღეები და ღამეები აჩქარებით მიმიქრიან ჩვენი ცხოვრების შესამცირებლად და გვათამაშებენ ჩვენ, როგორც ბავშვები თამაშობენ ბურთს: გადაუგდებს ერთი - გადმოუგდებს მეორე. დღე ღამეს მიგვაგდებს, და ღამე - დღეს. შორ გზაზე მივდივართ და ფეხსაცმლისა და საგზლისთვის არ ვზრუნავთ, რადგან ქონების შეძენა გვნებავს, შენაძენის ...
დღე საწუთროდან მსწრაფლ განსვლას გიხმობს, ამგვარად: "სწრაფად გადი ჩემგან", და ღამე სამკვიდრებლის დატოვებას გიბრძანებს. დრო გეუბნება: "გაათავისუფლე აფგილი". ცისკარი გდევნის ვიდრე მწუხრამდე და ღამე გდევნის გათენებამდე. ესენი არ დაცხე...
იხილეთ სრულად
დღე საწუთროდან მსწრაფლ განსვლას გიხმობს, ამგვარად: "სწრაფად გადი ჩემგან", და ღამე სამკვიდრებლის დატოვებას გიბრძანებს. დრო გეუბნება: "გაათავისუფლე აფგილი". ცისკარი გდევნის ვიდრე მწუხრამდე და ღამე გდევნის გათენებამდე. ესენი არ დაცხებიან, ვიდრე ცხოვრებიდან არ გაგაძევებენ. რატომ გძინავს ასე უგუნურად, შენი მტრები და შენი სულის მეძიებლები ფხიზლობენ და გამალებით ცდილობენ შენს გაყვანას ამ ქვეყნიდან! დრონი სწრაფად გადასცემენ შენს თავს ერთიმეორეს - წინა ჟა...
შორს არის სინანულის დგე. როდემდე მოველოდეთ მას, ან როდი ვიმედოვნებდე მის მოსვლას? ვშიშობ, ვაითუ სიკვდილმა მოგიტაცოს და ვეგარ აგასრულო ის სიქველე, რასაც განიზრახავ და რისთვისაც ემზადები, ახლავე იმოქმედე, ამ საათსვე ისწრაფე და აგასრ...
იხილეთ სრულად
შორს არის სინანულის დგე. როდემდე მოველოდეთ მას, ან როდი ვიმედოვნებდე მის მოსვლას? ვშიშობ, ვაითუ სიკვდილმა მოგიტაცოს და ვეგარ აგასრულო ის სიქველე, რასაც განიზრახავ და რისთვისაც ემზადები, ახლავე იმოქმედე, ამ საათსვე ისწრაფე და აგასრულე. თუ სიკეთის გულისსიტყვა დაიბადება შენს გულში, ნუ დაიძინებ, სანამ მის აღსრულებას არ შეუდგები, რდგან შენი ცხოვრების დღეთა სიმრავლე შენზე არ არის დამოკიდებული და არც მათი რიცხვი იცი. არ იცი როდის მოიწევა შენი სიკვდილი,...
სიტყვის თქმა კი არ არის უმთავრესი, არამედ - მისი აღსრულება. მოციქული ამბობს, რომ "სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთა მკუდარ არს" (იაკ. 2,20). ამიერიდან ლაპარაკისგან თავი შეიკავე და სინამდვილეში შეინანე, რადგან დღევანდელი დღე შენს ხელშია...
იხილეთ სრულად
სიტყვის თქმა კი არ არის უმთავრესი, არამედ - მისი აღსრულება. მოციქული ამბობს, რომ "სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთა მკუდარ არს" (იაკ. 2,20). ამიერიდან ლაპარაკისგან თავი შეიკავე და სინამდვილეში შეინანე, რადგან დღევანდელი დღე შენს ხელშია, ხვალინდელი კი - არავინ უწყის, ვისი იქნება, და ვაითუ შენი დამფლველების ფეხები შენს კარს მოადგნენ. ნუ დაფლავ დღევანდელ დღეს, სანამ შენს ცოდვებს არ დაფლავ
მურში ნუ გაატარებ ამ ღამეს, ვიდრე შენს ცოდვა-ბრალს არ შემურავ. ნუ დახუჭავ თვალებს დასაძინებლად, ვიდრე გონებას ღვთის მიმართ არ აამაღლებ ლოცვისვის. იხილე, რა სწრაფად გადის დღე. ისწრაფე, რომ მასთან ერთად გაატანო წარსულს შენი უკეთურებ...
იხილეთ სრულად
მურში ნუ გაატარებ ამ ღამეს, ვიდრე შენს ცოდვა-ბრალს არ შემურავ. ნუ დახუჭავ თვალებს დასაძინებლად, ვიდრე გონებას ღვთის მიმართ არ აამაღლებ ლოცვისვის. იხილე, რა სწრაფად გადის დღე. ისწრაფე, რომ მასთან ერთად გაატანო წარსულს შენი უკეთურებაც. ღამით განეშორე ცოდვას და განთიადისას ყველას უჩვენე შენი ქველმოქმედება, და არა ქველმოქმედებისთვის მზადება. სანამ მომზადებას შეუდგებოდე, მანამდე იწყე სიკეთის ყოფა. შენი სიტყვა დაე, ჭეშმარიტი იყოს და შენს ცხად ქმედებებშ...
წლები ისწრაფიან, რათა წუთისოფლიდან გაგაძევონ; არაფერი აყოვნებს და აშორებს შენს განსვლას საწუთროდან, შენი სინანულის დღის გარდა, რადგან მან არ ინება მოსვლა. არამედ განდგომილია იგი, განშორებულია შენგან და საერთოდაც, მგონი, წუთისოფლის...
იხილეთ სრულად
წლები ისწრაფიან, რათა წუთისოფლიდან გაგაძევონ; არაფერი აყოვნებს და აშორებს შენს განსვლას საწუთროდან, შენი სინანულის დღის გარდა, რადგან მან არ ინება მოსვლა. არამედ განდგომილია იგი, განშორებულია შენგან და საერთოდაც, მგონი, წუთისოფლის მიღმაა. დღეები გარდასულან, შენი დღე კი არსად ჩანს. იქნებ ფიცხელია იგი და ჟამთა უღლის ქვეშ ქედის მოდრეკა არ ნებავს, რომ თვეების დღეთა საფლავში შეირაცხოს. და შენ ამაოდ იქადი