ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს განმარტავდა (ფს. 41, 2), ამბობს: ირემი აკვდინებს გველს, რომელიც მას წყლისკენ მიმავალ გზაზე ხვდება, რის გამოც კიდევ უფრო მეტ წყურვილს გრძნობს და უფრო დიდი სიჩქარით გარბის წყაროსკენ. "გინ...
იხილეთ სრულად
ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს განმარტავდა (ფს. 41, 2), ამბობს: ირემი აკვდინებს გველს, რომელიც მას წყლისკენ მიმავალ გზაზე ხვდება, რის გამოც კიდევ უფრო მეტ წყურვილს გრძნობს და უფრო დიდი სიჩქარით გარბის წყაროსკენ. "გინდათ იცოდეთ, - აგრძელებს ეკლესიის ნეტარი მამა, - რატომ არაა თქვენში სრულყოფილების ესოდენ დიდი სურვილი და ესოდენ შეუკავებელი მისწრაფება ღვთისაკენ? ეს იმიტომ, რომ თქვენ არ თრგუნავთ თქვენს გველებს: თქვენი გველები გრძნობადი, ...
ცეცხლი, რომელიც მიწაზე ანთია, მიწისკენ კი არ მიილტვის, არამედ - ყოველთვის ზემოთ მიემართება. ასევე შენი სიყვარული შენშივე კი არ უნდა დარჩეს, არამედ ყოველთვის უფლისადმი ამაღლდეს.
ღმერთისთვის არაფერია სიყვარულზე სასურველი. არაფერი ისე არ ესათნოება უფალს, როგორც ადამიანის გული, რომელშიც მისდამი სიყვარული გიზგიზებს. სიყვარულის გარეშე ადამიანის ყველა ქმედება, რაც არ უნდა კეთილად გამოიყურებოდეს იგი გარეგნულად დ...
იხილეთ სრულად
ღმერთისთვის არაფერია სიყვარულზე სასურველი. არაფერი ისე არ ესათნოება უფალს, როგორც ადამიანის გული, რომელშიც მისდამი სიყვარული გიზგიზებს. სიყვარულის გარეშე ადამიანის ყველა ქმედება, რაც არ უნდა კეთილად გამოიყურებოდეს იგი გარეგნულად და თუნდაც დიდებულიც კი გვეჩვენებოდეს, არაფერს ნიშნავს უფლის თვალისთვის და ღმერთს სძულს იგი.
წვიმა მაშინ კი არაა სასარგებლო ნიადაგისთვის, როცა იგი ჯერ კიდევ სრულებით არ გათავისუფლებულა თოვლისა და ყინულისაგან, არამედ მაშინ, როცა გამთბარია მზის სხივებით: სწორედ ასევე ღვთის სიკეთეს საკმარისად მხოლოდ ის გულები ღებულობენ, რომლ...
იხილეთ სრულად
წვიმა მაშინ კი არაა სასარგებლო ნიადაგისთვის, როცა იგი ჯერ კიდევ სრულებით არ გათავისუფლებულა თოვლისა და ყინულისაგან, არამედ მაშინ, როცა გამთბარია მზის სხივებით: სწორედ ასევე ღვთის სიკეთეს საკმარისად მხოლოდ ის გულები ღებულობენ, რომლებიც უფლისადმი სიყვარულით არიან გამთბარნი.
უფლისადმი სიყვარული ყველაფერს ჩვენი ცხონებისა და ნეტარების საშუალებად აქცევს; მის გარეშე ყველა საშუალება არ აღწევს მიზანს. კანდელი უზეთოდ ვერ დაენთება და ლოცვაც ვერ გაანათლებს სულს უსიყვარულოდ. ის სიყვარულის გარეშე ვერ ავა ღმერთამ...
იხილეთ სრულად
უფლისადმი სიყვარული ყველაფერს ჩვენი ცხონებისა და ნეტარების საშუალებად აქცევს; მის გარეშე ყველა საშუალება არ აღწევს მიზანს. კანდელი უზეთოდ ვერ დაენთება და ლოცვაც ვერ გაანათლებს სულს უსიყვარულოდ. ის სიყვარულის გარეშე ვერ ავა ღმერთამდე.
ყველაზე მართალი ნიშანი იმისა, რომ ჩვენში ჯერ კიდევ არ არის უფლისადმი სიყვარულის ჩანასახებიც კი, ისაა, რომ გვიძნელდება ღვთისადმი მსახურება, არ გვსურს, ავასრულოთ, და უფრო უარესი, საერთოდ არ ვასრულებთ მისდამი ჩვენს მოვალეობებს. ნეტარ...
იხილეთ სრულად
ყველაზე მართალი ნიშანი იმისა, რომ ჩვენში ჯერ კიდევ არ არის უფლისადმი სიყვარულის ჩანასახებიც კი, ისაა, რომ გვიძნელდება ღვთისადმი მსახურება, არ გვსურს, ავასრულოთ, და უფრო უარესი, საერთოდ არ ვასრულებთ მისდამი ჩვენს მოვალეობებს. ნეტარი ავგუსტინე სამართლიანად აღნიშნავს: "მოყვარულთათვის შრომა მძიმე არ არის: ის ახარებს მათ, როგორც მხეცებზე, ფრინველებზე მონადირეებს, მეთევზეებს. როცა რაიმე გვიყვარს, ჩვენ ან ვერ ვგრძნობთ შრომას, ან თავად შრომა გვიყვარს.