ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხოვნებ.
ჭეშმარიტად სასარგებლო ის არის, რაც შესაძლოა, მარადიულ ცხოვრებას ემსახურებოდეს და არა - კეთილდღეობასა და მიწიერ სიხარულს.
ყველაფერი ამსოფლიური, რაოდენ მნიშვნელოვნად და დიდადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, სრულიად უმნიშვნელოა. ყველა საქმეზე უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ჩვენი ცხონების საქმე უნდა იყოს.
ქრისტიანი სულის ცხონებას თავის უმთავრეს, თვით ერთადერთ მიზნადაც უნდა მიიჩნევდეს, ყველა დანარჩენს კი - ამ მიზნის მისაღწევ საშუალებად.
გწამდეთ და სასოება იქონიეთ, რომ ცხონდებით იესო ქრისტეს მიერ, მამის ნებით, შენი ცხონების საქმეს კი წარმართავს სულიწმიდა, რომელიც გადმოდის შენზე წმიდა ეკლესიაში საღრმთო საიდუმლოებების მეშვეობით, და რომელიც ამის შემდეგ დაემკვიდრება შ... იხილეთ სრულად
ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ამქვეყნად ყოველთა უმეტეს სამსახურსა და სარგებელს მოუტანს თავის მოყვასს, და არა ის, რომელსაც ყოველი კაცი ემონება და ემსახურება