ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
არაფერშია საჭირო უფლის შეწევნა ისე, როგორც ჩვენი ცხონების საქმეში, ვინაიდან არაფერში ვართ ისეთი სუსტები, როგორც - სიკეთის საქმეში.
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. ნეტარ არიან სიმართლისთვის მში... იხილეთ სრულად
მართალთა უმაღლესი ნეტარება მომავალ ცხოვრებაში ღვთის სხივცისკროვნებაში და მის უსრულყოფილეს შეცნობაში მდგომარეობს. ჩვენ: "ვხედავთ აწ ღმერთს, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ, აწ ვიცი მცირედ ხოლო მაშინ ვიცნა ვითარ... იხილეთ სრულად
თუ ვინმეს შეუძლია სიტყვით გამოთქვას მთელი ბედნიერება, რაც ადამის მოდგმას გაჩენის დღიდან განუცდია, აღმოჩნდება, რომ იგი ოდნავაც ვერ გაუტოლდება მომავალი ცხოვრების სიკეთეს.
ვისაც დიდი სურს, იგი მცირეს არ დაეძებს და ვინც მარადიულ ნეტარებას ეძიებს, ის დროებითს არად აგდებს.
ო, ძმანო, გევედრებით, ღვთის გულისათვის, ერწმუნეთ სახარებას და წმიდა ეკლესიის დამოწმებას და თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე იგემებთ სამოთხისეულ ნეტარებას. ღმერთის სამეუფეო ხომ ჩვენს შიგნითაა, ჩვენშია. ღმერთის სიყვარული აძლევს სულს სამოთ... იხილეთ სრულად
შეიტანეთ კაცობრიობის ცხოვრებაში ყველა ქრისტიანული საწყისი, განდევნეთ მისგან ყოველივე ის, რასაც კრძალავს ქრისტიანობა და მაშინ დედამიწაზე სამოთხე განიღება.
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შეუმოსია, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება. არსებობს წმიდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გააკვირვე... იხილეთ სრულად