ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
კაცსა ამპარტავანსა და თავხედსა არ შეუძლია გულწრფელად ილოცოს. ვიდრემდის კაცს არ გაუჩნდება გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული, იგი ვერ დაემხობა ღვთის წინაშე სიმდაბლითა. იქნება მან პირჯვარი იწეროს, წირვა მოისმინოს, გარნ... იხილეთ სრულად
ადამიანის სულის რვა ვნება, ერთიმეორეზე საშინელი, რვა კედელივით აღმართულა ადამიანსა და ღმერთს შორის, ერთი მათგანი - ამპარტავნება კი თითქმის ზეცას სწვდება
თითქმის ყოველ კაცს აქვს ის ცუდი და მავნებელი ჩვეულება, რომ იგი თავის თავს ამართლებს მით, რომელ არიან ბევრნი მას ზედა უარესნი, როგორც ამბობს ფარისეველი: "არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" (ლუკა 18.11).
ნახა რა მაცდუნებელმან, რომელ იესო ქრისტე არ ემონება სხეულსა თვისსა, გამოსცვალა მანქანება თვისი და მიუდგა პირდაპირ სულიერითა გრძნობათა და მიდრეკილებათა. მან იფიქრა, რომელ, იქმნება იესო ქრისტეს ჰქონდეს სულში რომელიმე ამპარტავანება. ... იხილეთ სრულად
202. არ არსებობს ასპიტისა და ვასილისკოს შხამზე უფრო ძლიერი შხამი. ასევე არ არსებობს თავმოთნეობის უკეთურებაზე უფრო ძლიერი უკეთურება, ხოლო თავმოთნეობისგან გყავს მფრინავი ნაშიერები, კერძოდ ესენი: თავისქებანი გულში, თვითკმაყოფილება, ნ... იხილეთ სრულად
192. მართლაც, თუ ყოველგვარი სათნოება სულისა და სხეულის მიერ იქმნება, ღვთის ქმნილება კი სწორედ ეს სული და სხეულია, რომლებისგანაც, როგორც ვთქვი, სათნოება შემყარდება, მაშ როგორღა არ უნდა ვიყოთ უკიდურესად გონებაცთომილნი, როდესაც ამპარ... იხილეთ სრულად
123. როდესაც სული უკეთურად თანახმიერებს სხეულთან, მაშინ ერთობლივად აშენებენ ისინი ცუდმედიდობის ქალაქს და ამპარტავნების კოშკს, ისევე როგორც – მათში მოსახლე უღვთო გულისზრახვებს, უფალი კი, გეჰენიის საშიშროებიდან გამომდინარე, მათ თანა... იხილეთ სრულად
74. ვნებათა უმოქმედობის ჟამს, – იქნება ეს მიზეზთა მოკვეთის შედეგად თუ ეშმაკთა მზაკვრული უკუმიქცევის კვალობაზე, – ამპარტავნება ჩნდება.
188. დაიცავი შენი სიტყვა ქადილისგან და შენი აზრი – ქედმაღლობისგან, რათა არ იქნე მიშვებული და არ გააკეთო საწინააღმდეგო, რადგან არათუ თავისთავად ადამიანისგან აღესრულება სიკეთე, არამედ – გამომდინარე ყოვლისმხედველი ღვთისგან (შეგონების... იხილეთ სრულად
136. სათნოების დაფარვისას ნუ გაამპარტავნდები როგორც სამართლიანობის აღმსრულებელი, რადგან სამართლიანობა არის არა მხოლოდ ის, რომ დაფარო სიკარგე, არამედ აგრეთვე ის, რომ საერთოდ არ იფიქრო რა ჯეროვანზე.