ღვინოსა ევლტოდეთ ყოვლითურთ, ვინათგან არა ზიარება არს ღვინისა მოღუაწე თანა და უფროსდა მონაზონთა, რამეთუ ესე ვითარი საკვირველთა განუხსნელთა მიერ შეკრული უძღებებით მიმღებელთა, მსგავსად მონათა მისყიდულთასა, უპატიოდ წარადგინებს მათ გულ...
იხილეთ სრულად
ღვინოსა ევლტოდეთ ყოვლითურთ, ვინათგან არა ზიარება არს ღვინისა მოღუაწე თანა და უფროსდა მონაზონთა, რამეთუ ესე ვითარი საკვირველთა განუხსნელთა მიერ შეკრული უძღებებით მიმღებელთა, მსგავსად მონათა მისყიდულთასა, უპატიოდ წარადგინებს მათ გულისთქმათა მიმართ ცოდუისათა. და პავლეცა ძირად სიბოროტისა თქუა ღვინო მეტყუელმან: „ნუ დაითურებით, რომლისაგან იქმნების ბილწება და წამალი არს მაკუდინებელი და დედა გულისთქმათა ბოროტთა“.
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს.
შუაგულ ზღვაში მძი...
იხილეთ სრულად
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს.
შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.
თ. 22-23
ადამიანებმა დაივიწყეს, რომ: „იშუებდ უფლისა მიმართ..“ (ფს. 36, 4) და ნაცვლად იმისა, რომ უხაროდეთ ეკლესიაში მშვიდობა, გამოწვლილვით იძიებენ რაღაცას არსთა შესახებ და თვლიან სიდიდეებს, ზომავენ ძეს მამისადმი და მამას უფრო დიდად მიიჩნევე...
იხილეთ სრულად
ადამიანებმა დაივიწყეს, რომ: „იშუებდ უფლისა მიმართ..“ (ფს. 36, 4) და ნაცვლად იმისა, რომ უხაროდეთ ეკლესიაში მშვიდობა, გამოწვლილვით იძიებენ რაღაცას არსთა შესახებ და თვლიან სიდიდეებს, ზომავენ ძეს მამისადმი და მამას უფრო დიდად მიიჩნევენ. ვინ უნდა უთხრას მათ, რომ არ იზომება ის, რასაც რაოდენობა არა აქვს, ფასი არ ედება უხილავს, არ იწონება უსხეულო, არაფერს ეთანადება უკიდეგანო, არაშედარებადთან შეუთავსებელია გაგება დიდსა და მცირეზე. უფრო დიდს ხომ ურთიერთშედ...
ადამიანისა და ღმერთის შეერთება, - ღვთაებრიობისა და ადამიანობისა ქრისტეში, - შეიძლება შევადაროთ ცეცხლისა და რკინის შეერთებას ხმლის გამოწრთობისას. ჩვენ ვდებთ ხმალს ცეცხლში ცივს, ნაცრისფერს, ბრწყინვალების გარეშე, ამოღების შემდეგ კი ც...
იხილეთ სრულად
ადამიანისა და ღმერთის შეერთება, - ღვთაებრიობისა და ადამიანობისა ქრისტეში, - შეიძლება შევადაროთ ცეცხლისა და რკინის შეერთებას ხმლის გამოწრთობისას. ჩვენ ვდებთ ხმალს ცეცხლში ცივს, ნაცრისფერს, ბრწყინვალების გარეშე, ამოღების შემდეგ კი ცეცხლივით ანთია. რა მოხდა? სიცხემ განმსჭვალა რკინა ისე, რომ ახლა შეიძლება გაჭრა ცეცხლით და დაწვა რკინით.
ამით იცნობთ ღმრთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან არის.
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან კი არ არის, არამედ ესაა ანტიქრისტეს სულ...
იხილეთ სრულად
ამით იცნობთ ღმრთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან არის.
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან კი არ არის, არამედ ესაა ანტიქრისტეს სული, რომლისთვისაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.
თ. 3-5