ღმერთს სურს აჩვენოს, რომ ჩვენი მოვალეობაა ყოველი მცნების შესრულება და რომ ადამიანებს ძეობა თავისი სისხლით უბოძა და ამბობს: "ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად, ...
იხილეთ სრულად
ღმერთს სურს აჩვენოს, რომ ჩვენი მოვალეობაა ყოველი მცნების შესრულება და რომ ადამიანებს ძეობა თავისი სისხლით უბოძა და ამბობს: "ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ" (ლუკა 17.10). ამგვარად, ცათა სასუფეველი არა საზღაურია საქმეთა გამო, არამედ მეუფის მადლი, გამზადებული ერთგული მონებისთვის.
ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანია ღმერთთან ურთიერთობა. "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლკ. 17.21), - თქვა უფალმა. ამ ანგელოზთა ხვედრს - სასუფეველს, საკუთარ თავს თვითონვე ვპარავთ. ჩვენი ცხოვრება გამუდმებული პარვაა დროისა...
იხილეთ სრულად
ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანია ღმერთთან ურთიერთობა. "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლკ. 17.21), - თქვა უფალმა. ამ ანგელოზთა ხვედრს - სასუფეველს, საკუთარ თავს თვითონვე ვპარავთ. ჩვენი ცხოვრება გამუდმებული პარვაა დროისა, როცა მარადისობის მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი; საკუთარი სულისაგან მისი მოპარვაა ჩვენი ვნებების დაკმაყოფილებისათვის, ამაო საქმეებისათვის და კიდევ უფრო ამაო საუბრებისათვის