ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
110. ისევე როგორც უცხოა მონანულისთვის ამპარტავნება, ასევე შეუძლებელია ნებსით მცოდველისთვის თავმდაბლობა.
87. სიამაყე და ამპარტავნება მგმობელობის მიზეზებია, ხოლო ვერცხლისმოყვარეობა და ცუდმედიდობა – ულმობლობისა და პირფერობისა.
11. ისინი, რომლებიც ღვაწლთა საბაბით თავს იმაღლებენ უმცონრესებზე, ფიქრობენ, რომ სხეულებრივ საქმეთაგან გამართლდებიან, ჩვენ კი, რომლებიც, ლიტონ ცოდნაზე დამყარებულნი, უმეცართ არაფრად ვრაცხთ, მათზე ბევრად უგუნურნი ვართ.
165. ვინც ამბობს, რომ ეშმაკის ყველა მზაკვრობა იცის, არ იცის რა, თავისთავს სრულქმნილად წარმოაჩენს.
11. ნუ ამაღლდება (გაამპარტავნდება) შენი გული საღვთო წერილის შემეცნებით, რათა არ დაიმონოს გმობის სულმა შენი გონება (ე. ი. არ უნდა გაგაამპარტავნოს საღვთო წერილის სიღრმეთა წვდომამ, რომ არ დაგეუფლოს გმობის სული ანუ რომ არ დახედო ზემოდ... იხილეთ სრულად
8. ვისაც აქვს სულიერი რამ ნიჭი და, ამასთან, თანაუგრძნობს არმქონეთ, ამვარი ვინმე სწორედ თანაგრძნობის წყალობით ინარჩუნებს იმას, რაც ებოძა, მაშინ, როცა ვინც ქედმაღლობს, იღუპავს ნიჭს, იგვემება რა ქედმაღლობის გულისზრახვებით
ჩვენი მერვე შერკინება ამპარტავნების წინააღმდეგაა, რომელიც უსასტიკესია და ყველა წინარე ვნებაზე უველურესი. იგი განსაკუთრებით ებრძვის იმათ, რომლებიც სრულქმნილნი არიან და თითქოს სათნოებათა მწვერვალზე ასულნი, ცდილობს რა მათ დამხობას. მ... იხილეთ სრულად
როგორც ქედმაღლობა სხვა ვნებათა გარეშეც დაღუპავს ადამიანს, ასევე მხოლოდ განკითხვას, თავისთავად შეუძლია ჩვენი სრულიად წარწყმედა, რადგან ფარისეველიც სწორედ ამისათვის დაისაჯა.
რას ფლობ ისეთს, ყოყოჩო კაცო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუკი მიიღე, რას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? შეიცან, მდაბალო სულო, შენი ქველისმოქმედი და უყურე, სხვისი არ მიითვისო - ღმრთისა, როგორც საკუთარი მონაპოვარი. შეიცან, ბედკრულო, შენი არსება... იხილეთ სრულად