სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები
სიკვდილის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები სიკვდილის ხსოვნა, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში სიკვდილზე ფიქრი საერთოდ არ უნდა გაგვისხლტეს.
სიკვდილი გახსოვდეს, რათა შენი გული შეიმუსროს და გლოვა, ლმობიერება' და ცრემლი იშვას. ასე დაისადგურებს სულში სიმშვიდე და ის სულ სხვა, ნეტარ სამყაროში აღმოჩნდება!
ცხოვრებაში არის გადამწყვეტი წუთები, როდესაც მარადიული წარწყმედა ან მარადიული ცხონება უნდა გადაწყდეს. უცნობია ეს საბედისწერო ჟამი როდის დაგვიდგება. ამიტომ მუდმივი სიფხიზლე გვმართებს.
სიკვდილი არა მხოლოდ შიშის, სირცხვილის მომგვრელიც არის. სიკვდილის წინაშე სირცხვილი არის მტკიცებულება იმისა, რომ იგი ადამიანური ცოდვის შედეგია. სირცხვილი უცილობელი ნიშანია ჩვენი უკვდავი წარმომავლობისა და იმისაც, რომ უკვდავებისათვის ... იხილეთ სრულად
თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი.