მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
ოდნავაც ნუ დარდობ, მხოლოდ მადლობა შესწირე ქრისტეს იმ დიდი სიყვარულისთვის, რომლის გამოც აქ დროებით მწუხარება მოგცა, რათა საუკუნო სიხარული მოგანიჭოს.
როგორც გუთნით ღრმად მოხნული მიწა ნოყიერდება, ასევე სულიც ღრმა ტკივილის, სნეულების ხშირი სტუმრობისას სათნოებებით ნაყოფიერდება! რაც უფრო მეტ ტკივილსა და მწუხარებას იტანს კაცი, მით უფრო მშვენდება მისი გვირგვინი. და თუ მას ძლიერი და მ... იხილეთ სრულად
სნეულების ან მწუხარების ტვირთის დადება ადამიანზე ამ სულისადმი ღვთის სიყვარულის განსაკუთრებული მოწმობაა.
ვილოცოთ, რომ ამ ცხოვრების ჭირის მოთმინება და ცოდნა მოგვეცეს, რათა ხსნა მოვიპოვოთ. ამინ.
როდესაც ადამიანს მწუხარება ან უბედურების მოლოდინი შეავიწროებს, გულმხურვალედ იწყებს ლოცვას. ამ დროს ღმერთი იმ დედასავით კმაყოფილია, რომელსაც შვილი ტკივილით ეძებს, რადგან მასში სიყვარულს ხედავს.
უბედურება, რომელსაც ვითმენთ, ვერ შეედრება ღვთისგან თავისი შვილებისთვის გამზადებულ საუკუნო ბედნიერებას. რომელი შვილებისთვის? ტანჯულთათვის, მწუხარეთათვის, ვნებულთათვის, ტვირთმძიმეთათვის და არა მათთვის, ვინც ახლა დროებით განცხრომაშია... იხილეთ სრულად
მწუხარება და სნეულება უსაზღვრო საუკუნო დიდებას უმზადებს მათ, ვინც ითმენს და მადლობს ღმერთს. 5. გისურვებ, შვილო, მოთმინებისა და ნუგეშინისცემის ღმერთმა გაგაძლიეროს სნეულებისას, რომელიც ღვთის ნებით მოგეცა.
იტვირთე, შვილო, შენი ჯვარი და იცოდე, რომ ღმერთი ხედავს, როგორ ვიტანჯებით და როგორც ნამდვილი მამა, ყველა საშუალებით ცდილობს „გამოიხატოს ქრისტე“ ჩვენ შორის (გალ. 4, 19). მას სურს ვევნოთ, რადგან იცის, რა აქვს გამზადებული ტანჯული შვილ... იხილეთ სრულად