ნათლისღება - ციტატები, გამონათქვამები
ნათლისღება - ციტატები, გამონათქვამები ნათლისღება, გამონათქვამები, ციტატები
ნათლისღების საიდუმლოთი მხოლოდ ცოდვათა მიტევება კი არ მოგვემადლება, არამედ მადლიც ღმერთის შვილობისა, მისი ძედ გახდომისა. ნათლისღება შეერთება, შეუღლებაა სულიერ სიძესთან. ეს არის სულის მეორედ შობა, მისი შემოსვა ნათლით, მისი აღბეჭდვა ... იხილეთ სრულად
ნათლისღების ემბაზი ერთგვარი იორდანეა, სამანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის და ვინც მეორე ნაპირს მიაღწევს, მხოლოდ ის შეიქნება სულიერი ქვეყნის მოქალაქედ.
ნათლისღების განმეორება არ შეიძლება. თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.
მწვალებლობაში შთავარდნილთა ხელახალი მონათვლა დაუშვებელია, რადგან ასეთი ნათლობა არანამდვილია, მოჩვენებითია, რამეთუ ჭეშმარიტი ნათლისღება ერთადერთია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" (მრწამსი).
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეეძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობით მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა), რომელიც მას ნათლიის პასუ... იხილეთ სრულად
თითოეულმა მართლმადიდებლურად მონათლულმა საიდუმლოდ მიიღო ყოველგვარი მადლი, ხოლო ამაში დარწმუნდება მცნებათა შესრულების შესაბამისად.
ეკლესიაში ნათლობა უფლის ბეჭდით იბეჭდება ისე, როგორც ოდესღაც უკვე მონათლულმა სამარიტელებმა მიიღეს სულიწმიდა პეტრე და იოანე მოციქულთა ხელდასხმითა და ლოცვით (იხ. საქმ. 8, 14-17). რაც აკლდათ, ის აღასრულეს პეტრემ და იოანემ. ასეა ჩვენთა... იხილეთ სრულად
ადამიანი სიკვდილის დღეს ხვდება, თუ რას ნიშნავს მისთვის ნათლობის მადლი. ორი ბეჭედი - ოქროსი და ბრინჯაოსი, თავიდან შესახედავად შესაძლოა არაფრით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, მაგრამ დროთა განმავლობაში ბრინჯაო შავდება და მწვანე ნადე... იხილეთ სრულად
მირონცხებით მეორდება მორწმუნეებზე სულიწმიდის ის არსისმიერი გარდამოსვლა, რომელიც ქრისტეზე აღსრულდა მდინარე იორდანეზე, როცა მან იოანესაგან მიიღო ნათელი… და ეს ყოველივე თქვენზეც აღესრულება მირონცხების დროს სახისმიერად, ხატოვნად, იმიტ... იხილეთ სრულად
ქრისტეში ნათელღებულებს საიდუმლოდ აქვთ მინიჭებული მადლი, რომელიც იმდენად მოქმედებს, რამდენადაც მცნებებს ვასრულებთ და განუწყვეტლივ გვეხმარება ფარულად. მაგრამ ჩვენს ხელშია ვაკეთოთ თუ არ ვაკეთოთ სიკეთე ძალისაებრ ჩვენისა.