სხეული - ციტატები, გამონათქვამები
სხეული - ციტატები, გამონათქვამები სხეული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
დილით ადგომისას საკუთარ თავს უთხარი: "სხეულო, იმუშავე, რათა გამოიკვებო; სულო, იფხიზლე, რათა ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრო.
როგორც ახალი და სიფთა წყალი მდორედ გადაქცევისას ფუჭდება; ასევე ადამიანის სული და სხეული უსაქმურობით ზიანდება.
როცა ადამიანი თავის ცხოვრებას მიანდობს უფალს, მისთვის ქვეყნიურ ცხოვრებას ამ ერთი ღერი თივის ფასიც აღარ აქვს, თუნდაც ებოძოს ქვეყნის ხელმწიფება. რადგანაც ქონება კი არ ვნებს ადამიანს, არამედ სიყვარული ამ ქონების მიმართ, მასზე მიჯაჭვა... იხილეთ სრულად
სხეული სულის ფარდაა. სიკვდილი ერთბაშად ჩამოგლეჯს ამ ფარდას და სული თავის თავს ისეთს ხედავს, როგორიც ის სინამდვილეშია. ამიტომ სიკვდილი არის მომენტი, როცა სული საბოლოოდ ხვდება საკუთარ თავს. ადამიანი გაოგნებულია იმით, რომ თავის თავს ... იხილეთ სრულად
რადგან სხეულის მეშვეობით ბუნებასთან ცოცხალ კავშირში იმყოფება, სულიერად სხეულს დამორჩილებული ადამიანი, ბუნებისაგან იმდენი არხით სვამს სიამოვნებებს, რამდენი მიმართულებაც არის მის სხეულში, და სიამოვნებებთან ერთად იწოვს იგი ბუნების ძი... იხილეთ სრულად
არ არსებობს უფრო მეტად კეთილსურნელოვანი მსხვერპლი ღმერთის წინაშე, ვიდრე სხეულის სიწმინდეა, რომელიც სისხლითა და სასტიკი ბრძოლით მოიპოვება.
ამ უბადრუკ და ვნებიან სხეულსაც, რომლითაც შემოსილნი ვართ და რომელსაც არ სურს ღმრთის მცნებებით ცხოვრება, აქ, მის მშობელ მიწაში დავტოვებთ. თავად კი, თავისუფალი ქროლვით, როგორც მაღლადმოლივლივე არწივები, დავეუფლებით წმინდა სავანეებს.
თუ სულზე არ ვზრუნავთ, სხეულსაც ვანგრევთ. ვინც უგულებელყოფს ყველაზე ძვირფას ნაწილს იმისათვის, რომ აღამაღლოს ნაკლებად ღირებული, იგი როგორც ერთ, ისე მეორე ნაწილს ღუპავს. პირიქით, ვინც ზრუნავს სულზე, ის სულსაც იცავს და მთელ სხეულსაც.