სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
მიყვარს, როცა ცხოვრებაში გზასაცდენილს სიყვარულით ვმკურნალობ.
სიყვარულით უმკურნალეთ ყველას, და თქვენც ასევე გიმკურნალებენ, თუ საჭირო იქნება
უნდა ჩამოვიცილოთ ყველაფერი, რაც გვირთულებს ადამიანებთან ურთიერთობას, რაც ხელს გვიშლის, რომ ჩვენი ყოფა ახლობლებისთვის, გარშემომყოფებისთვის სასიხარულო გავხადოთ
გვწამდეს ჩვენი ახლობლებისა.
ქმრისა გვწამდეს, ცოლის, შვილების, მეგობრების. ვიზრუნოთ ყველა მათგანზე
სიყვარულს საქმეები უყვარს. საქმეების გარეშე სიყვარული მკვდარია.
კოცნა, მოფერება, გაჭირვებაში ერთად დგომა, თავდადება, დათმობა... ამაში იწრთობა ნამდვილი სიყვარული