განუწყვეტელი ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
განუწყვეტელი ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები განუწყვეტელი ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები
შენი გულისმიერი შრომა უნდა მდგომარეობდეს მოუკლებელ ლოცვაში. თუ გინდა ამას მიაღწიო, დაუდე სათავე ამ შრომას, ვიდრე ღმერთს და იგი გაკურთხებს შენ ამ მიზნის მისაღწევად.
ღვთის სახელის მოწოდებით მტრები სუსტდებიან, ხოლო ამის მცოდნენი არ დავსცხრებით, რათა მივიღოთ შეწევნა ღვთისაგან. ეს არის ლოცვა. წმიდა წერილი კი ამბობს: "მოუკლებლად ილოცვიდეთ".
ღვთისადმი ნდობა ყველაფერში, რის მიღწევაც ადამიანს საკუთარი ძალისხმევით არ ძალუძს, ჩნდება განუწყვეტელი ლოცვით, მას მოაქვს დადებითი შედეგები. ვინც ღმერთს ენდობა, ის თესავს ქება-დიდებას და ღვთაებრივ სიხარულსა და მარადიულ კურთხევას იმ... იხილეთ სრულად
ღვთის სასუფეველში შედიან არა უნანელნი, არამედ სინანულითა და ცრემლით გარდაქმნილი ცოდვილები. არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანს ვნებებთან ბრძოლასა და მათ ძლევაში, როგორც მოუკლებელი გონებრივი ლოცვა.
სიფხიზლის ხელოვნებაში იგულისხმება გულისსიტყვების, ოცნებებისა და გრძნობათა მოძრაობებისადმი ყურადღების მიპყრობა; ძალა სულის, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტებას; შორსმჭვრეტელობას, როდესაც გონება განსაცდელებს შორიდანვე ხედავს და თავს არ... იხილეთ სრულად
ყოველი ლოცვა, თუ განუწყვეტლად აღვავლენთ მას, უფრო მტკიცდება, იწმინდება, უანგარო და სრულყოფილი ხდება. რაც მეტ დროს დაჰყობს ვერცხლი ცეცხლში, მით მეტად იწმინდება და ბრწყინავს; ასევე ლოცვაც, მასში მოთმინებით მყოფობის შემდეგ უმაღლეს ღი... იხილეთ სრულად
რაც არ უნდა ფართო იყოს შენი ყოველდღიური საქმიანობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს შენი ყოველდღიური შრომა, რომლითაც არსებობის პურს მოიპოვებ, უეჭველია, რომ შეგიძლია, სულ ცოტაოდენი დრო გამოუყო დღისა და ღამის დასაწყისი საათებიდან ლოცვით საუბ... იხილეთ სრულად
მუდმივად ილოცე ყოველი საქმის დროს, რათა ღვთის შეწევნის გარეშე არაფერი გააკეთო.
მწუხარებს სული ჩემი ღმერთზე ყოველთვის და ლოცულობს დღე და ღამე, რამეთუ სახელი უფლისა ტკბილია და სასურველი მლოცველი სულისათვის და ათბობს სულს უყვარდეს ღმერთი.
ხშირი ლოცვა ჩვევაში გადაიზრდება. ამის შემდეგ იგი დაუყოვნებლივ იქცევა მეორე ბუნებად და ხშირად გული და გონება უმაღლეს სულიერ მდგომარეობამდე მიჰყავს. წმინდა და ჭეშმარიტი ლოცვითი სიმაღლეების მისაღწევად ხშირი ლოცვა ერთადერთი საშუალებაა... იხილეთ სრულად