ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, თანა ზიარი ყოვლისა მისისა საქმისა, ბედისა და უბედურებისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ხოლო თუ იგი არის შემწე მისი, მაშასადამე მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება ქვეყანაზედ. იგი უნდა...
იხილეთ სრულად
ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, თანა ზიარი ყოვლისა მისისა საქმისა, ბედისა და უბედურებისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ხოლო თუ იგი არის შემწე მისი, მაშასადამე მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება ქვეყანაზედ. იგი უნდა იყოს კაცის ნუგეში, განმამხნევებელი, განმაღვიძებელი, ერთი სიტყვით, გაამართლოს თვით სახელი თვისი – „მეუღლე“, ესე იგი ქალი უნდა შეეწიოს კაცის უღლის ზიდვას.
link
როგორითაც კაცი, შეხედავს რა სარკესა, განიხლავს პირის სახესა თვისსა, მსგავსად ამისა ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ღვთის მსგავსისა ამის ქალისა (ღვთისმშობელისა) და მით განიხილავდეს სახესა ღვთისასა ცხო...
იხილეთ სრულად
როგორითაც კაცი, შეხედავს რა სარკესა, განიხლავს პირის სახესა თვისსა, მსგავსად ამისა ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ღვთის მსგავსისა ამის ქალისა (ღვთისმშობელისა) და მით განიხილავდეს სახესა ღვთისასა ცხოვრებისასა.
link
ღმერთმან განგებ მოგცა შენ (ქალო) განსხვავებული ბუნება, შეგამკო შენ გულითადითა გრძნობითა, ნაზითა ზნეობითა, რათამცა შენ გესარგებლა ამათ თვისებათა აღსასრულებელად შენისა მოვალეობისა, დაგენერგა გულსა შინა ძეთა და ძმათა შენთა კეთილნი მი...
იხილეთ სრულად
ღმერთმან განგებ მოგცა შენ (ქალო) განსხვავებული ბუნება, შეგამკო შენ გულითადითა გრძნობითა, ნაზითა ზნეობითა, რათამცა შენ გესარგებლა ამათ თვისებათა აღსასრულებელად შენისა მოვალეობისა, დაგენერგა გულსა შინა ძეთა და ძმათა შენთა კეთილნი მიდრეკილებანი; ხოლო ნაცვლად ამისა ვითარცა შენ მიტაცებულ ხარ, ეგრეთვე სხვათაცა მიიზიდავ ამაოთა კმაყოფილებათადმი. იწყე შენცა ფიქრობა და განზრახვა ყოველთა საგანთა ზედა; ნუ ხარ დაძინებული, ნუ ხარ რეგვენი ვიდრე სიბერემდე. შენც ...
link
ხოლო შენ (ქალო) ესოდენ სულმოკლე ხარ, ესოდენ გავიწყდება შენი დიდი მნიშვნელობა, რომელ მისდევ მცირეთა, ამაოთა და უხმართა ნივთთა და ნუგეშთა სოფლისათა. შენ უნდა პოულობდე ბედნიერებასა შენსა აღსრულებასა შინა დიდისა და პატიოსნისა მოვალეობ...
იხილეთ სრულად
ხოლო შენ (ქალო) ესოდენ სულმოკლე ხარ, ესოდენ გავიწყდება შენი დიდი მნიშვნელობა, რომელ მისდევ მცირეთა, ამაოთა და უხმართა ნივთთა და ნუგეშთა სოფლისათა. შენ უნდა პოულობდე ბედნიერებასა შენსა აღსრულებასა შინა დიდისა და პატიოსნისა მოვალეობისა შენისასა, ვითარცა დედისა, ვითარცა მეუღლისა, ვითარცა შვილთა აღმზრდელისა, ოჯახის მმართველისა, საზოგადოებასა შინა კეთილ ზნეობის განმავრცელებელისა; ხოლო დაგიტევებიეს შენ ესე ყოველი დ ხედავ შენსა ნუგეშსა და ბედნიერებასა ა...
link
ქრისტიანო ქალო ღმერთმა მოგცა შენ დიდი და პატიოსანი მნიშვნელობა, რათა იყო შენ სამკაულ საზოგადოებისა, არა თუ მხოლოდ მშვენიერითა პირისა და შესამოსლისა შენისათა, არამედ სულისა და ზნეობისა შენისათა, რათა შენცა შენითა კეთილითა ზნეობითა,...
იხილეთ სრულად
ქრისტიანო ქალო ღმერთმა მოგცა შენ დიდი და პატიოსანი მნიშვნელობა, რათა იყო შენ სამკაულ საზოგადოებისა, არა თუ მხოლოდ მშვენიერითა პირისა და შესამოსლისა შენისათა, არამედ სულისა და ზნეობისა შენისათა, რათა შენცა შენითა კეთილითა ზნეობითა, გონიერითა და კეთილითა ქცევითა, სიწმიდითა და სიმშვიდითა ეხმარებოდე განვრცელებასა სასუფეველისა ღვთისასა ქვეყანასა ზედა.
link
დიდ არს და პატიოსან მნიშვნელობა დედაკაცისა ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა. დაუფასებელი ღირსება აქვს ქალსა, აურაცხელსა სარგებლობასა მისცემს იგი მთელსა საზოგადოებასა ქრისტიანულსა, როდესაც იგი სცხოვრებს ცხოვრებითა გონიერითა, როდე...
იხილეთ სრულად
დიდ არს და პატიოსან მნიშვნელობა დედაკაცისა ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა. დაუფასებელი ღირსება აქვს ქალსა, აურაცხელსა სარგებლობასა მისცემს იგი მთელსა საზოგადოებასა ქრისტიანულსა, როდესაც იგი სცხოვრებს ცხოვრებითა გონიერითა, როდესაც ყოველსა საქმესა ზედა და ქცევასა აქვს გონიერი ჰაზრი, როდესაც, ერთი სიტყვით, იგი არის ჭურჭელი კეთილისა ზნეობისა და გონებისა; გარნა ოდეს არა ზრუნავს არაფერზე, არა რას ფიქრობს, ოდეს ეძიებს მხოლოდ სოფლიურთა ნუგეშთა და კმა...
link
რას ეძიებენ აწინდელნი ქალნი და რაში მდგომარეობს მათი სასოება? რის შეძენას ცდილობენ ისინი, შინაგანთა სათნოებათა, თუ გარეშეთა ღირსებათა თავის გამოსაჩენად? სამწუხაროდ ჩვენდა, ჯერ არს თქმად, რომელ ახლანდელნი ქალნი სრულიად არ ემსგავსებ...
იხილეთ სრულად
რას ეძიებენ აწინდელნი ქალნი და რაში მდგომარეობს მათი სასოება? რის შეძენას ცდილობენ ისინი, შინაგანთა სათნოებათა, თუ გარეშეთა ღირსებათა თავის გამოსაჩენად? სამწუხაროდ ჩვენდა, ჯერ არს თქმად, რომელ ახლანდელნი ქალნი სრულიად არ ემსგავსებიან ამასობაში ღვთისმშობელსა; ყოველნი მათი ცდილობა და მათი მისწრაფება მდგომარეობს გარეშეობისა თვისისა შემკობასა და გამშვენიერებასა შინა. ყოველი მათი ნუგეში და ჰაზრი არის ტანის შემკობა და თავის გამოჩენა. ნაცვლად ჰაზრის გამ...
link
გავზომოთ ღვთისმშობლის თვისებითა, თვისებანი ჩვენთა აწინდელთა ქალთა. გარნა ნუ იფიქრებს რომელიმე მათგანი: ვითარ შესაძლო არს გაზომა ჩემისა ცოდვილისა ცხოვრებისა ღვთაებრივითა ცხოვრებითა ღვთისმშობლისათა? იგი იყო აღზრდილ და განწმენდილ და ...
იხილეთ სრულად
გავზომოთ ღვთისმშობლის თვისებითა, თვისებანი ჩვენთა აწინდელთა ქალთა. გარნა ნუ იფიქრებს რომელიმე მათგანი: ვითარ შესაძლო არს გაზომა ჩემისა ცოდვილისა ცხოვრებისა ღვთაებრივითა ცხოვრებითა ღვთისმშობლისათა? იგი იყო აღზრდილ და განწმენდილ და აღვსებულ სულითა წმიდითა, ხოლო მე ვარ მცხოვრები ცოდვილსა სოფელსა შინა და ვით შემიძლია ვემსგავსო მას? ჭეშმარიტია, ქრისტიანენო, რომელ ღვთისმშობელი იყო აღმორჩეულ ღვთისაგან განსაკუთრებითა განგებულებითა და განწმენდილ სულითა წმ...
link
ღვთისმშობელი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა. ესეც არის ერთი დიდი მაგალითი ყოველთა კაცთა და განსაკუთრებით ქალთათვის. ესენიცა მარადის უნდა ფიქრობდნენ და განიზრახვიდნენ ყოველთა საქმეთა, მარადის უ...
იხილეთ სრულად
ღვთისმშობელი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა. ესეც არის ერთი დიდი მაგალითი ყოველთა კაცთა და განსაკუთრებით ქალთათვის. ესენიცა მარადის უნდა ფიქრობდნენ და განიზრახვიდნენ ყოველთა საქმეთა, მარადის უნდა ეძიებდნენ და ჭკუითა თვისითა გამოირჩევნდნენ უმჯობესსა და განეშორებოდნენ ყოველსა ცუდსა.
link
გსურსა, ჰოი ქალო, შეიტყო თუ ვითარი მინდობილება და სასოება უნდა ჰქონდეს ყოველსა ქალსა ღვთის განგებულებაზე. წარმოიდგინე ცხადად მთა გოლგოთისა, ჯვარი მას ზედა, იესო გაკრული ჯვარსა ზედა შორის ავაზაკთა და დედა მისი მარიამ მდგომარე წინაშ...
იხილეთ სრულად
გსურსა, ჰოი ქალო, შეიტყო თუ ვითარი მინდობილება და სასოება უნდა ჰქონდეს ყოველსა ქალსა ღვთის განგებულებაზე. წარმოიდგინე ცხადად მთა გოლგოთისა, ჯვარი მას ზედა, იესო გაკრული ჯვარსა ზედა შორის ავაზაკთა და დედა მისი მარიამ მდგომარე წინაშე მისსა. რას ფიქრობდა მაშინ იგი, რას გრძნობდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ვერც წარმოიდგენ ცხადად მდგომარეობასა მისსა. მე სწორედ ვიცი, რომელ შენ, ანუ სხვა რომელიმე დედა, ვერ მოითმენდით, უკეთუ ძე თქვენი საყვარელი შთავარდ...
link