სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
სიყვარულს საქმეები უყვარს. საქმეების გარეშე სიყვარული მკვდარია.
კოცნა, მოფერება, გაჭირვებაში ერთად დგომა, თავდადება, დათმობა... ამაში იწრთობა ნამდვილი სიყვარული
არ გიყვარს? - შეიყვარე!
ვიღაცა იტყვის - "სიყვარული ან არის, ან არ არის" - ვითომ დიდ ფილოსოფიას ამბობს.
რას ქვია არ არის? სიყვარული სულ არის, როგორც მოუვლი, ისეთი გახდება
როგორც ბავშვებში გვინდა კეთილშობილება აღვზარდოთ, ისე ჩვენში აღვზარდოთ სიყვარული
გინდათ, რომ სიყვარული დაამტკიცოთ? ერთადერთი გამოცდა სიყვარულისა, ერთგულებაა!
ერთგულება პატივისცემაში, ურთიერთობაში, განცდებში,.. ყველაფერში
გეჩქარება, მაგრამ, ყველაფერი შეიძლება გადაიდოს ხვალისთვის, ყველაფერი.
არაფერი არ არის გადაუდებელი, გარდა სიყვარულისა