დრო - ციტატები, გამონათქვამები
დრო - ციტატები, გამონათქვამები დრო, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მედროვე ადამიანები ისევე არამდგრადნი არიან თავიანთ წესებში, როგორც ცვალებადია დრო და ვნებების კაპრიზები.
ღვთისმოყვარეობა დროს არ ექვემდებარება. დრო მხოლოდ სასრული და ცვალებადი ყოფიერების ფორმაა. ღმერთისთვის არსებობს მხოლოდ აწმყო - არა წარსული, არა მომავალი.
ყოველ საქმეს მიუჩინე განწესებული დრო, რომ ყოველივე თავის რიგზე დაცულ იყოს: სმა-ჭამა, ლაპარაკი, ლოცვა და წიგნის კითხვა.
წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც მზის სხივის ხელით დაჭერა უნდა; ის თითებს კეცავს, ჰგონია, რომ სხივი მოიმწყვდია, შემდეგ შლის და ხედავს, რომ ხელისგულზე არაფერი უდევს. ასევე შეუძლებელია ადამიანისათვის გაელვების შეჩერება. დრო მიდის როგორ... იხილეთ სრულად
ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში. ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა. ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა. ... იხილეთ სრულად
როდესაც მეკითხებიან, რა არის დრო, მე ვიცი, რა არის იგი. ხოლო, როდესაც მინდა მისი განმარტება, უკვე საერთოდ აღარ ვიცი.
თვით დროსაც თავისი დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. წმინდა წერილიც ამას ამბობს: "... რომლისაგანცა (ძისა თვისისა მიერ) შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1,2). აქ სიტყვა "საუკუნენი" აღნიშნავს "დროს". მაშასადამე, შეიძ... იხილეთ სრულად
ვინც აწმყოს მეტისმეტ პატივს სცემს, ის ვერასდროს გახდება მომავალი სიკეთეების ხილვის ღირსი.
დროის საიდუმლოს ეკლესია ფლობს. ეს საიდუმლო უბრალოა. ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო - ეს მზადებისა და არჩევნის მდგომარეობაა, გზაჯ... იხილეთ სრულად