ზნეობა - ციტატები, გამონათქვამები
ზნეობა - ციტატები, გამონათქვამები ზნეობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ის მოქალაქე იდგამს მარადიულ ძეგლს თავის მამულში, ვინც თესავს მასში ერთადერთ მარადიულს - ზნეობრივ სიკეთეს.
სახელმწიფოებს ჰყავთ შინაურ არაკეთილისმსურველებზე უფრო სახიფათო მტრები - გარყვნილება და ბიწიერება, რომლებიც ყრუ და ნელ, მაგრამ გაცხოველებულ და გამუდმებულ ომს აწარმოებენ კეთილზნეობის წინააღმდეგ; და ეს ომი უფრო საშიში და დამღუპველია,... იხილეთ სრულად
ნეტარია ის, ვინც ზნეობრივად საკუთარი თავი ისე აღზარდა, რომ შეუძლია, ხარობდეს სხვისი კეთილდღეობითა და ბედნიერებით, თუნდაც, თვითონ ამით ვერაფერს იღებდეს.
განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია: იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს.
ნუ იფიქრებ, რომ თუნდაც სულ ცოტათი მაინც ზნეობრივი გახდი, ვიდრე თავს ყველაზე უარესად არ ჩათვლი
დაბინძურებული წყალი საუკეთესო ღვინოსაც კი უვარგისად აქცევს; ასევე ცუდი საუბარი ხრწნის ღვთივსათნო და ზნეობრივ ადამიანებს
ჩვენს კავშირებს, ზნეობრივად სხვადასხვაგვარ ადამიანებთან ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ზნეობრივ მდგომარეობაზე - "მითხარი, - ამბობს ერთი ბრძენი ადამიანი, - ვისთან გაქვს ურთიერთობა და გეტ... იხილეთ სრულად
ქრისტიანს არა მხოლოდ აღმსარებლობა, არამედ რწმენა და რწმენის შესაფერისი ზნეობა აქცევს ჭეშმარიტ ქრისტიანად
გარეგნული კეთილზნეობა შინაგანის გარეშე - იგივეა, რაც ქარქაში ხმლის გარეშე. სასაცილოა ის მეომარი, რომელსაც მხოლოდ ქარქაშით სურს მტერს შეებრძოლოს; სასაცილო არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ხორცისა და წუთისოფლის წინააღმდეგ ბრძოლაში სუ... იხილეთ სრულად