სრული და ყოვლის მიმტევებელი სიყვარული სიმდაბლით უნდა მოვიპოვოთ. სიმდაბლის სწორუპოვარი მაგალითი თვით მაცხოვარმა გვიჩვენა. ქვაბსა ბეთლემისასა იშვა მხსნელი ქვეყნისა; ბაგასა შინა მიაწვინეს, რამეთუ "არა იყო... ადგილი სავანესა მას"...
იხილეთ სრულად
სრული და ყოვლის მიმტევებელი სიყვარული სიმდაბლით უნდა მოვიპოვოთ. სიმდაბლის სწორუპოვარი მაგალითი თვით მაცხოვარმა გვიჩვენა.ქვაბსა ბეთლემისასა იშვა მხსნელი ქვეყნისა; ბაგასა შინა მიაწვინეს, რამეთუ "არა იყო... ადგილი სავანესა მას" (ლუკა 2,7). კაცობრიობა კი უფლის მოსვლას დიდებით ელოდა; მაგრამ სწორედ პატივისა და სახელის უარყოფაშია მისი ძალა, ძალა კაცთა ფერისცვალებისა და გადარჩენისა. შურისა და შიშის გამო მას სდევნიდნენ და იგი - ღმერთი განერიდებოდა ხოლმე მ...
ამპარტავნების სათავე პატივმოყვარეობაშია, ეგოიზმში, საკუთარი უპირატესობის დამკვიდრებაში. ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი მთელ ქვეყანას თავისი სურვილების დაკმაყოფილების ასპარეზად თვლის, ბუნების ძალნი, მის სამსახურში მყოფად წარმოუდ...
იხილეთ სრულად
ამპარტავნების სათავე პატივმოყვარეობაშია, ეგოიზმში, საკუთარი უპირატესობის დამკვიდრებაში. ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი მთელ ქვეყანას თავისი სურვილების დაკმაყოფილების ასპარეზად თვლის, ბუნების ძალნი, მის სამსახურში მყოფად წარმოუდგენია. ასეთი ადამიანისათვის სხვა პიროვნებას არავითარი ღირებულება არა აქვს, მოყვასი და მახლობელი მისთვის იმდენად არსებობს, რამდენადაც მას სჭირდება.
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
რომელი ამქვეყნიური მონაპოვარი შეიძლება გახდეს ჩვენი სამუდამო საკუთრება? მხოლოდ ცხონება. ვინც მიწიერ ცხოვრებას სიმდიდრის მოხვეჭაში ატარებს, ამსოფლით განსვლის ჟამს მიატოვებს ეს სიმდიდრე. ვინც სახელისა და დიდების მოხვეჭას ესწრაფვის, ...
იხილეთ სრულად
რომელი ამქვეყნიური მონაპოვარი შეიძლება გახდეს ჩვენი სამუდამო საკუთრება? მხოლოდ ცხონება. ვინც მიწიერ ცხოვრებას სიმდიდრის მოხვეჭაში ატარებს, ამსოფლით განსვლის ჟამს მიატოვებს ეს სიმდიდრე. ვინც სახელისა და დიდების მოხვეჭას ესწრაფვის, დაუნდობელი სიკვდილი უეჭველად მოსტაცებს ერთსაც და მეორესაც. ხოლო ვინც წარმავალ ცხოვრებას ცხონების მოპოვებას დაუთმობს, ის იმსოფლად გაიყოლებს მას და აქ მოპოვებული საგანძური ზეცაში დაუმკვიდრებს სამუდამო ნუგეშინისცემას.
ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომაც, რომ ის ვერასდროს შეედრება ზეციურ დიდებას. მთელი ეს ხრწნადი სამყარო ისეთივე არარაობაა, როგორც ერთი წამი მარადიულობასთან შედარებით. მისი დიდება ამაოა, ვინაიდან მსწრაფლწარმავალია. მთელი ჩვენი ცხოვრე...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომაც, რომ ის ვერასდროს შეედრება ზეციურ დიდებას. მთელი ეს ხრწნადი სამყარო ისეთივე არარაობაა, როგორც ერთი წამი მარადიულობასთან შედარებით. მისი დიდება ამაოა, ვინაიდან მსწრაფლწარმავალია. მთელი ჩვენი ცხოვრება მარადიულობასთან შედარებით – უფრო მცირეა, ვიდრე გულისცემა, თვალის დახამხამება – წამზე უმცირესიც კი
თუკი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდბულებას შეუაცხყოფს. და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და ვისაც წუთისოფელი დიდებულად თვლ...
იხილეთ სრულად
თუკი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდბულებას შეუაცხყოფს. და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და ვისაც წუთისოფელი დიდებულად თვლის. ეს დიდება – ფუჭი და ამაოა.
თავდაპირველად უნდა განიკურნოს ჩვენი გონება ისე, რომ აღარ გვსურდეს ყოყლოჩინობა, ამის შემდეგ კი ყველა დანარჩენი განიკურნება. გონება იმით იკურნება, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, თითქოს ის რაღაცას წარმოადგენდეს უფლისა და წმიდანთა წინაშე....
იხილეთ სრულად
თავდაპირველად უნდა განიკურნოს ჩვენი გონება ისე, რომ აღარ გვსურდეს ყოყლოჩინობა, ამის შემდეგ კი ყველა დანარჩენი განიკურნება. გონება იმით იკურნება, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, თითქოს ის რაღაცას წარმოადგენდეს უფლისა და წმიდანთა წინაშე. ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ – წამლავს.
ქრისტიანის გულში ერთად ვერ იქნება ქრისტე და ამპარტავნება. როცა ერთია, მაშინ შეუძლებელია, იყოს მეორე, და – პირიქით. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა უფალი ფარისევლებს, რომ როდესაც ისინი ერთმანეთისგან ადამიანურ დიდებას ეძიებენ, ვერ გახდებიან...
იხილეთ სრულად
ქრისტიანის გულში ერთად ვერ იქნება ქრისტე და ამპარტავნება. როცა ერთია, მაშინ შეუძლებელია, იყოს მეორე, და – პირიქით. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა უფალი ფარისევლებს, რომ როდესაც ისინი ერთმანეთისგან ადამიანურ დიდებას ეძიებენ, ვერ გახდებიან ღირსნი იმისა, რომ ირწმუნონ უფალი: "ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისასა არა ეძიებთ" (ინ. 5, 44). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ როგორც კი ადამიანის სულში შ...