ნაყროვანება, მუცელღორობა - ციტატები, გამონათქვამები

ნაყროვანება, მუცელღორობა - ციტატები, გამონათქვამები ნაყროვანება, მუცელღორობა, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. ნილოს სინელი

ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს. ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები

link
წმ. ნილოს სინელი

ყოველი სვეტი მტკიცე საფუძველს ემყარება, მრუშობის ვნება კი ნაყროვანებაზეა დაფუძნებული. ყოველი სვეტი მტკიცე საფუძველს ემყარება

link
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

სხეულის გაზულუქება გონების სინათლეს აბრკოლებს, თავშეკავება ლოცვას ეხმარება, მარხვა მადლს ადამიანის სულსა და სხეულში მოქმედების საშუალებას აძლევს. სხეულის გაზულუქება გონების სინათლეს

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

სტომაქი მომავალი ცეცხლის ხსენებით დავაოკოთ, ვინც მუცელს დაემონა, ზოგიერთმა საკუთარი ასონიც მოიკვეთა და ორმაგად მოკვდა. სტომაქი მომავალი ცეცხლის ხსენებით დავაოკოთ

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

სტომაქი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო; რადგან საკვების სიმრავლე ენას განამტკიცებს. სტომაქი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ

link
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

საზრდელის მიღების სიუხვითა და განურჩევლობით შეძენილი სიმქისე და ნისლი სხეულიდან თანდათანობით გულს გადაეცემა, გულიდან კი გონებას. ამის შემდეგ, ეს სულის თვალნი - გული და გონება ჩლუნგდება, მარადისობა იფარება მათგან; სნეულ მხედველობას... იხილეთ სრულად

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ სტომაქი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან. როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება;

link
წმ. ეფრემ ასური

ნუ უსმენ თვითმაამებელთა რჩევებს, რომლებმაც თავი იქციეს სტომაქისა და ხორციელი ვნებების მონებად. იცოდე, ბოროტ კაცზე უფრო მეტად ერიდე ბოროტ რჩევებს. ნუ უსმენ თვითმაამებელთა რჩევებს, რომლებმაც

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ნაყროვანს გულში საჭმელი და ხორაგი ეზმანება, გლოვიარეთა გულებს კი მარად საშინელი სამსჯავრო და სატანჯველი ეჩვენებათ სიზმრად. ნაყროვანს გულში საჭმელი და ხორაგი ეზმანება

link
წმ. ნილოს სინელი

ნაყროვანი კაცის გონება სულ იმას ითვლის, თუ როდის უწევს მოწამეთა ხსენება (რათა იღრეოს დღესასწაულის საბაბით). კეთილკრძალულის გონება კი მათ ცხოვრებას ბაძავს. ნაყროვანი კაცის გონება სულ იმას ითვლის, თუ

link

ნაყროვანება, მუცელღორობა, გამონათქვამები

2