ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის წყალობა, მოწყალება, გამონათქვამები
770. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა; და, ამავე დროს, თვითონვე ამბობს: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიძს ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15, 5). გეკითხებით: როგორ შევუსაბამოთ თავისუფლება და ის განსაზღვრება, რომ ღვთის გარეშე არაფრის კეთება არ შეგვიძლია? იხილეთ სრულად
ღვინო, რომელიც ჩემს საწნახელში მინდა დავწურო, ებრაელებს ეკუთვნის. ცოდვა ხომ არ იქნება ამას თუ გავაკეთებ?
604. მეუფეო! შენ შენი აღსასრული გვიწინასწარმეტყველე (იხ. პას. 221), და მე შიში და ნაღველი მიპყრობს, რამეთუ შესაძლოა ღმერთმა ჩემი უღირსების გამო მიგვატოვოს. ამიტომ გთხოვ, მომეცი სიტყვა, რომ როგორც ეხლა თქვენს სიცოცხლეში გვაქვს შეწევნა, ასევე მივიღებთ მას თქვენი გასვლის შემდეგ და ღმერთი თავის წყალობით, ყველაფერში დაგვეხმარება იხილეთ სრულად
თუკი განგება ერთიმეორის მიყოლებით გიგზავნის მწარე ფიალას, ისე რომ შენი გული ღვთის გულმოწყალებაში ეჭვდება, მაშინ საკუთარ თავს უთხარი: "განა შეიძლება, როდესმე მზე იყოს უსხივოდ და სიყვარულის ღმერთი სრულიად უსიყვარულოდ?".
418. როდესაც რაღაცაზე ვწუხვარ, მაშინ ვლოცულობ და ღვთის გამოუთქმელი სიკეთით დახმარებას ვიღებ, მაგრამ აზრი ამაყობს იმით, რომ ჩემი შეისმინეს. როგორ მოვიქცე?
400. რადგან სიკეთე ღვთისგანაა, ენიჭება თუ არა ის ცოდვილებს? და თუ ენიჭება, რატომ?