მაგალითი ადამიანებისა - ციტატები, გამონათქვამები
მაგალითი ადამიანებისა - ციტატები, გამონათქვამები მაგალითი ადამიანებისა, გამონათქვამები
როგორც კარგ ადამიანებთან ურთიერთობა არის ისეთი სკოლა, რომელშიც ადამიანი წიგნის გარეშე განისწავლება ქრისტიანულ ფილოსოფიაში, ანუ - პატიოსან ცხოვრებაში, ასევე, პირიქით, ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობა ხდება მიზეზი უკიდურესი გარყვნისა
ბოროტი ადამიანები მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე - შხამიანი გველები; იმიტომ, რომ ისინი აშკარად ატარებენ თავიანთ შხამს, ესენი კი ჩუმად და უგრძნობლად ასნებოვნებენ.
როდესაც ბოროტი ადამიანი საკუთარი თავის მტერია, განა ძალუძს ბოროტების გარდა რაიმე გაუკეთოს სხვებს?
კვამლი და მყრალი ანაორთქლი, იმდენად არ წვავს თვალებს, რამდენადაც ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობა აწყლულებს სულს.
განეშორე შავ გულს, როგორც ნახშირს, როდესაც იგი ცხელია, წვავს, მინავლული კი ხელებს გისვრის.
ბოროტი და ცბიერი ადამიანი ჰგავს ნახშირს, რომელიც თუ არ დაწვავს, გასვრის მაინც.
თუ მკვდარი ანთებული ნახშირის მიახლოვებით სხვა ასევ მკვდარი და ცივი ნახშირი აენთება, მითუმეტეს, ცოცხალი რწმენითა და ლოცვით გამოცოცხლებულ გულს ძალუძს, იგივე ცეცხლის ანთება სხვა, თვით სრულიად ცივ, ნახევრადმკვდარ გულშიც კი.
მაგალითი ადამიანებისა, რომლებიც ღვთისადმი ცეცხლოვანი სიყვარულით არიან ანთებულნი, ჩვენს გულსაც კვებავს ქრისტიანული სათნოებით. განცალკევებით დადებული ნახშირი, მართალია, სიცხოველეს შეიცავს, მაგრამ ნელ-ნელა ქრება და ცივდება.
რატომ განიცდიან კარგი ადამიანები ისეთ მძიმე მდგომარეობას, როგორიცაა დევნა, სიღატაკე? იმიტომ, რომ სხვა ადამიანებმა მათგან ტანჯვა ისწავლონ. კეთილი ადამიანები იმისათვის არიან შექმნილნი, რათა მაგალითნი იყვნენ.