ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილ... იხილეთ სრულად
მეორედ მოსვლის დროს ქრისტე ჩვენდამი სიყვარულის ნიშანს – თავის ხორციელ წყლულებს – გვიჩვენებს. მაშინ ჩვენც, შვილო, მისი სიყვარულისთვის მწუხარებით ნატკენი და დასისხლიანებული გული ვუჩვენოთ.
ქრისტემ, თვით ღმერთმა, ჩვენთვის, ცოდვილთათვის, ამდენი რამ იტვირთა. რა პასუხს გავცემთ ჩვენ, თუ მისი სიყვარულისთვის ან თუნდაც ჩვენი ცოდვების გამო განსაცდელს არ მოვითმენთ?
სიყვარული ხორციელ მშობლებს საკუთარი შვილების აღზრდის აუცილებელ მოვალეობას აკისრებს. ღმერთი კი ჩვენი მამაა და საკუთარ შვილებს განგვსწავლის, რომ განგვანათლოს და თავის სიწმინდეს გვაზიაროს.