სხვა თემა - ციტატები, გამონათქვამები
სხვა თემა - ციტატები, გამონათქვამები სხვა თემა, გამონათქვამები, ციტატები
დღეს ადამის შვილთა უმეტესობას ღვთის შვილობა არ სურს. ადამიანი შემოქმედს დაშორდა და სვლა მრუდე გზებით განაგრძო. ზეციურ მამას მან ეკლესია-მონასტერთა ცარიელი კედლები დაუტოვა, თავად კი ძალაუფლება, არმია, მედია, მიწები, წიაღისეული და ყ... იხილეთ სრულად
დიდი პარასკევი - ცაზე მზემ ნათელი დაკარგა, მიწაზე ადამიანებმა გული და გონება. ეს დღე ქვეყნიერების ყველაზე შემზარავ და უკუნ ღამედ იქცა.
ახლომხედველი მიიჩნევს, რომ სამყაროს საზღვრები მის თვალსაწიერს არ სცილდება. თვით მზე, რომლის სხივი ყველაზე მახვილ მზერასაც კი უკან მოიტოვებს, გონება რომ ჰქონდეს ასეთი განსჯისაგან თავს შეიკავებდა.
ნუ გასცემ პასუხს ადამიანს კითხვაზე, ეს ქვეყანა უსასრულოა თუ არა. თუ ქვეყანას ბორცვიდან გადმოხედავ, მართლაც აქვს დასასრული, სხვა სიმაღლიდან კი ბოლო არ უჩანს.
ცოდნას, რომელიც აღმოსავლეთში აღმოცენდა, ადამიანი ღმერთთან მიჰყავს, მაშინ როცა დასავლეთში არც თუ ისე იშვიათად ცოდნა მას ღვთისგან განაშორებდა.
ადამიანი ბუნებით კეთილი და თვინიერია, ამსოფლიური სული კი მის გაღიზიანებას იწვევს. ამ სულმა ცხვრები მგლებად აქცია, სული, რომელიც უფლისაგან გამოვალს, მგლებს ცხვრებად აქცევს.
ადამიანს არასოდეს ექნებოდა საკუთარი თავის პატივისცემა, თუნდაც ფიქრით რომ გაემიჯნოს წინაპრებს, შთამომავლობას და გარშემომყოფთ.