ქება - ციტატები, გამონათქვამები
ქება - ციტატები, გამონათქვამები ქება, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
156. რაჟამს ხორციელი საბოძვარის გამო შეაქებ ადამიანს, როგორც კეთილს ღვთის გარეშე (ე.ი ისე თითქოს ეს ადამიანი კეთილი და სიკეთის მოქმედი იყოს თავისთავად და არა საღვთო მადლის შედეგად), ეს ადამიანი შემდეში უკეთური გამოჩნდება შენთვის.
142. ქების მაძიებელი ვნებაში მკვიდრობს და შემთხვეული შეჭირვების გამო მდრტვინავს სიამტკბილობა უყვარს.
136. ქებით თუ გასულდიდდები, მოელოდე შერცხვენას, რადგან თქმულია: „ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება“ (მთ.23.12, ლკ. 14.11).
94. სამარცხვინო გულისთქმის ძირია კაცობრივი ქება, ისევე როგორც გონებასიმრთელისა – ბოროტებაში მამხილებლობა, ამასთან არა მხოლოდ მოსმენა მხილებისა, არამედ მისი შეწყნარებაც.
74. ვინც ახლობელს რაღაც პირფერობის კვალობაზე აქებს, შესაფერის დროს გაკიცხავს მას და იგი შერცხვენილი იქნება.
74. არათუ ადამიანთა ქების გამო უნდა ვესწრაფოთ ღირსეულ და ღვთისმოყვარე მოღვაწეობას, არამედ გამოვირჩევდეთ სათნო ცხოვრებას ჩვენი სულის ცხონებისათვის, რადგან სიკვდილი ყოველდღიურად მოჩანს ჩვენს თვალწინ და ყოველივე კაცობრივი არამდგრადია
გაფრთხილდით, პირში არ შეაქოთ ერთმანეთი, რადგან ქება სრულყოფილთაც კი ვნებს, არა თუ თქვენ, ჯერ კიდევ უძლურთ. ერთ წმინდანს სამჯერ უთხრა სტუმარმა, რომ კარგად წნავდა თავის ხელსაქმეს. მესამედ წმინდანმა უპასუხა: "მას შემდეგ, რაც აქ ... იხილეთ სრულად
თქვენ გაქებენ. რა არის ამაში საოცარი? უთევზობისას კიბორჩხალაც გამოდგება, როგორც ამბობდა მამა პართენი. ძალზე ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას სიკეთის აჩრდილისადმი თანაგრძნობა... მაგრამ ეს თქვენთვის სულაც არ არის კარგი. წყლის წვეთი ქვა... იხილეთ სრულად