მდიდარ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამას, არ სურს უკვე სრულწლოვანმა შვილებმა, საკუთარი ქონებიდან მას აუცილებლად ძღვენი მიართვან, მაგრამ სიამოვნებს, თუკი ისინი ამას აკეთებენ, ვინაიდან ამ ქმედებებში ის ხედავს მისდამი სიყვარულისა და გულმოდ...
იხილეთ სრულად
მდიდარ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამას, არ სურს უკვე სრულწლოვანმა შვილებმა, საკუთარი ქონებიდან მას აუცილებლად ძღვენი მიართვან, მაგრამ სიამოვნებს, თუკი ისინი ამას აკეთებენ, ვინაიდან ამ ქმედებებში ის ხედავს მისდამი სიყვარულისა და გულმოდგინების ნიშნებს; სწორედ ასევე მამაზეციერსაც არ სჭირდება ჩვენი მსხვერპლი (გარეგნული ღვთის თაყვანისცემის ერთ-ერთი ნიშანი), მაგრამ მოწონებით უყურებს ამას, თუკი ის - ჩვენი მისდამი ერთგულების, მადლიერებისა და სიყვარულის გამოხ...
სიყვარული - ეს უპირველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა - ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფ...
იხილეთ სრულად
სიყვარული - ეს უპირველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა - ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფერწერული გამოსახულების მსგავსი, რომელიც ფერთა სიმკვეთრის მიუხედავად, არც ანათებს, არც ათბობს; ვინაიდან თუკი რწმენა, მოციქულის მოწმობით, "საქმეთა გარეშე მკვდარია" (იაკ. 2, 20), მაშ, როგორ შეიძლება, არსებობდეს საქმეთა გარე...
ღვთის გარეგნული თაყვანისცემა, სულში უფლისადმი მიმართული გრძნობების შინაგან გამოხატულებას ემსახურება, რაც, ამასთანავე ამყარებს ამ გრძნობებს, ამტკიცებს და აძლიერებს მათ. იგი ისევე აუცილებელია, როგორც ხისთვის გარეგნული მორთულობა - ქე...
იხილეთ სრულად
ღვთის გარეგნული თაყვანისცემა, სულში უფლისადმი მიმართული გრძნობების შინაგან გამოხატულებას ემსახურება, რაც, ამასთანავე ამყარებს ამ გრძნობებს, ამტკიცებს და აძლიერებს მათ. იგი ისევე აუცილებელია, როგორც ხისთვის გარეგნული მორთულობა - ქერქი და ფოთლები - აუცილებელია თავად ხის სიცოცხლისა და მთლიანობისათვის.
როგორც ღვთის შინაგან თაყვანისცემას არ შეუძლია გარეგნულის გარეშე არსებობა, მსგავსად ხისა, მსგავსად ხისა, რომელიც ფოთლებსა და ქერქს მოკლებულია, ასევე ღვთის მხოლოდ გარეგნული თაყვანისცემა შინაგანის გარეშე ჭეშმარიტი და ქმედითი არ არის;...
იხილეთ სრულად
როგორც ღვთის შინაგან თაყვანისცემას არ შეუძლია გარეგნულის გარეშე არსებობა, მსგავსად ხისა, მსგავსად ხისა, რომელიც ფოთლებსა და ქერქს მოკლებულია, ასევე ღვთის მხოლოდ გარეგნული თაყვანისცემა შინაგანის გარეშე ჭეშმარიტი და ქმედითი არ არის; იგი ჰგავს სხეულს სულის გარეშე ან ადამიანის ცვილისგან გაკეთებულ ფიგურას, რომელსაც თუმცა ადამიანის სახე აქვს, მაგრამ სინამდვილეში ადამიანი არ არის.
რისთვის რგავენ ხეხილს? რა თქმა უნდა იმისთვის, რომ მათგან ნაყოფი მოიწიონ. რისთვისაა ფოთლები? მხოლოდ გარეგნული მშვენებაა, მაგრამ თუ მათ მოვწყვეტთ, ხე გახმება და ნაყოფს ვერ გამოიღებს. სწორედ ასევე თუ გავანადგურებთ ღვთისმსახურებაში გა...
იხილეთ სრულად
რისთვის რგავენ ხეხილს? რა თქმა უნდა იმისთვის, რომ მათგან ნაყოფი მოიწიონ. რისთვისაა ფოთლები? მხოლოდ გარეგნული მშვენებაა, მაგრამ თუ მათ მოვწყვეტთ, ხე გახმება და ნაყოფს ვერ გამოიღებს. სწორედ ასევე თუ გავანადგურებთ ღვთისმსახურებაში გარეგნულ მხარეს, რაც ადამიანის წარმოსახვაზე კეთილად მოქმედებს და სულს ძრავს, მაშინ შინაგანიც სწრაფად გაცივდება.
გარეგნული კეთილზნეობა შინაგანის გარეშე - იგივეა, რაც ქარქაში ხმლის გარეშე. სასაცილოა ის მეომარი, რომელსაც მხოლოდ ქარქაშით სურს მტერს შეებრძოლოს; სასაცილო არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ხორცისა და წუთისოფლის წინააღმდეგ ბრძოლაში სუ...
იხილეთ სრულად
გარეგნული კეთილზნეობა შინაგანის გარეშე - იგივეა, რაც ქარქაში ხმლის გარეშე. სასაცილოა ის მეომარი, რომელსაც მხოლოდ ქარქაშით სურს მტერს შეებრძოლოს; სასაცილო არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ხორცისა და წუთისოფლის წინააღმდეგ ბრძოლაში სურთ, მხოლოდ ღვთის გარეგნული თაყვანისცემით გაიმარჯვონ. მეტად ცდებიან, თუკი ფიქრობენ, ამგვარი კეთილზნეობით უფალს აამებენ.