განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი წუხილი და ნაკლულოვანებანი მაცხოვრისადმი რწმენით უნდა იკურთხებოდეს. მძიმეა იყო დევნილი, იცხოვრო ვალებით, იყო დამოკიდებული და ემსახურო ისეთ ადამიანს, რომელიც არც პატივისცემისა და არც სიყვარულის ღირსი არ არის, მაგრამ ეს უფლის გ... იხილეთ სრულად
ვიდრე მწუხარება შეგემთხვეოდეს, ილოცე უფლის მიმართ და განსაცდელის ჟამს ჰპოვებ მას და იგი მოგისმენს.
ყოველჟამს გაიხსენე ღმერთი და იგი გაგიხსენებს მაშინ, როცა თავს უბედურება დაგატყდება.
უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და ხედავს თავისი ერთგული მონების უბედურებებს, მაგრამ ზოგჯერ განეშორება კიდეც მათ, რათა უფრო მეტი სიუხვით დააჯილდოვოს გამოცდაგავლილი ღვთისმოსაობა. მშობლებიც ხშირად ასევე, გონების განვითარებ... იხილეთ სრულად
მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის გონებაში ეჭვი ჩნდება და იგი თავს აღიმაღლებს, მაშინვე უშვებს, რომ წინააღმდეგ გაძლიერდეს და განმტკიცდეს განსაცდელები, ვიდრე არ შეიცნობს იგი თავის უძლურებას და სიმდაბლით არ მიექცევა უფალს
ყოველი მწუხარება იმის მამხილებელია, თუ საით მიიდრიკება ჩვენი ნება - ცუდისკენ თუ კარგისკენ. იმიტომ უწოდებენ შემთხვევით მწუხარებას განსაცდელს, რომ განსაცდელში მყოფის ფარულ სურვილებს გამოცდის.
მართალია, ჩვენი აზრით, მრავალნი კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მაგრამ, მაინც არ არსებობს ისეთი კეთილდღეობა, რომელსაც ავი დღეების სიმწარე არ ახლდეს.
არ იფიქრო, რომ ყოველი მწუხარება ადამიანებს ცოდვის გამო ეწვევათ ხოლმე, რადგანაც ზოგიერთი ღვთის სათნოც გამოიცდება. დაწერილია: "უშჯულონი იდევნენ და თესლი უღმრთოთაი მოისრას" (ფსალ. 36,28); მაგრამ ასევე წერია: "რომელთა ჰნებავს ღმრთისმს... იხილეთ სრულად
მცნების შემსრულებელი ამისთვის განსაცდელს უნდა ელოდეს, რადგანაც ქრისტეს სიყვარული საწინააღმდეგოთი გამოიცდება.