თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ბევრი აღასრულე თუ ცოტა - შენი წოდებით - ღვთის სადიდებლად, თავს ნუ აღიმაღლებ ამით, არამედ თავმდაბლად თქვი: "არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა" (1 კორ. 15, 10).
ყველაფერი, რაც სულიერ ცხოვრებაში გაგვაჩნია, ღვთის მადლის საჩუქარია. ნეტარი ავგუსტინეს თქმით, ჩვენი საკუთარი მხოლოდ არარაობაა, და რაც ამაზე უარესია - ცოდვა.
განა შეიძლება, მდიდარი ეწოდოს ადამიანს, რომელსაც თავის განკარგულებაში სახელმწიფო მილიონები აქვს, საკუთარ ჯიბეში კი გროშიც არ გააჩნია? ასევე ადამიანი, რომელმაც სრულად და ჭეშმარიტად შეიცნო საკუთარი ცოდვილობა, ანგელოზებრივი სიწმინდის... იხილეთ სრულად
თავმდაბლობის მქონე დემონებს ამდაბლებს, თავმდაბლობის არმქონეს კი ისინი დასცინიან.
ვერც მოსაგრეობა გვაცხოვნებს, ვერც ღამისთევა, ვერც სხვა რაიმე ღვაწლი, თუ ამასთან ერთად ჭეშმარიტი ღვაწლი არ გვექნება. იყო ერთი განდეგილი, რომელიც ეშმაკებს განდევნიდა. ერთხელ მათ ჰკითხა: რითი განიდევნებით თქვენ, მარხვით? ჩვენ არ ვჭამ... იხილეთ სრულად
ვისაც ქვის დაძვრა სურს, ზემოდან კი არა, ქვემოდან შეუყრის ბერკეტს და მაშინ ადვილად დაძრავს ქვას - ეს არის თავმდაბლობის მაგალითი.
არაფერზე ისე არ დარდობს სატანა და არაფრით ისე არ განიდევნება, როგორც მაშინ, როდესაც ადამიანს უყვარს თავმდაბლობა.