ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
ცხონების მთელი საიდუმლო სინანულშია. რა მარტივია ეს, რა ცხადია! ღვთისგან ჩვენთვის ნაჩვენებ მაცხოვნებელ სინანულს ვტოვებთ და მოჩვენებით სათნოებებში მოღვაწეობისკენ მივისწრაფით, რადგან ჩვენს გრძნობებს ისინი სიამოვნებს.
ცხონებისთვის მადლია საჭირო, სად მიიღებ მას ეკლესიის გარეთ? მადლი მოგეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ხოლო ისინი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება: ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშ... იხილეთ სრულად
ცხონებისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა, გულმოდგინება, სიფრთხილე, კეთილგონიერება და მოთმინებაა საჭირო. ჩვენი ყოვლადძლიერი წინამძღოლი და ზედამდგომელი ცხოვრება, ძალა და ხსნა უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც წინასწარ გვამცნო – სოფელსა ამ... იხილეთ სრულად
ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმ... იხილეთ სრულად
ცხონება მხოლოდ იმაში როდია, რომ ბოროტება არ გააკეთო, არამედ იმაშიც, რომ თვითონაც გმირულად დაითმინო ბოროტება.
ჩვენი ცხონებისათვის ღმერთმა „არაარსიდან“ შექმნა გრძნობადი სამყარო და ჩვენ დაგვადგინა მასში ყველა ქმნილების მეფედ, მათ ჩვენი მსახურება უბრძანა, ჩვენ კი – თავისი ნების აღსრულება, რათა უფალში, მარადიულ ცხოვრებაში ნეტარება გვქონოდა. მ... იხილეთ სრულად
ჩვენი ცხონება ნათლისღებისას იწყება, როცა ცოდვათა მიტევება მოგვემადლება, რასაც უნდა მოჰყვეს კაცის ახალი, სულიწმიდის მიერ განახლებული ცხოვრება, იგი უნდა გახდეს ნაწილი ქრისტეს სხეულისა – ეკლესიისა. გულის გაწმედა ვნებებისაგან უნდა იყო... იხილეთ სრულად
ჩვენი ცხონება დამოკიდებულია მამა ღმერთის კეთილ ნებაზე, ძე ღმერთის დამსახურებასა და სული წმიდის მადლზე“. ამიტომაა, მართლმადიდებელთა ღმრთისმსახურების თითქმის ყველა ლოცვა სამების: მამის, ძისა და სული წმიდის განდიდებით რომ მთავრდება.
ჩვენი ცხოვნება არავითარ გარეგან თვისებასა და ღირსებაზე არ არის დამოკიდებული: ის კი არ არის მთავარი – წარჩინებული პირია ვინმე, თუ უჩინო, მდიდარია თუ ღარიბი, ან რაიმე უნარით დაჯილდოებულია თუ არა, არამედ ის – მორწმუნეა თუ არა, კეთილი... იხილეთ სრულად
შემეცნების და ჩვენი ცხონებისათვის საჭირო სულიერი მდგომარეობის მოსახვეჭად მთელი გულმოდგინება უნდა გამოვიყენოთ. ცარიელი ცნობისმოყვარეობით, ამაო და უსარგებლო ცოდნისმოყვარეობით ნუ დავკმაყოფილდებით. სულის სიღატაკე, ტირილი, სიმშვიდე, ზე... იხილეთ სრულად