უკიდეგანო და უსაზღვროა ღვთის მოთმინება! რას არ ისმენს და რას არ ხედავს თითოეულ ადამიანში! როცა ვხედავთ რომელიმე ჩვენი ახლობლის უმადურობას – რა სასტიკად, არაადამიანურად, უმოწყალოდ იქცევა, ერთ მადლობასაც არ გვეუბნება – გულში საყვედუ...
იხილეთ სრულად
უკიდეგანო და უსაზღვროა ღვთის მოთმინება! რას არ ისმენს და რას არ ხედავს თითოეულ ადამიანში! როცა ვხედავთ რომელიმე ჩვენი ახლობლის უმადურობას – რა სასტიკად, არაადამიანურად, უმოწყალოდ იქცევა, ერთ მადლობასაც არ გვეუბნება – გულში საყვედურს ვატარებთ. რამდენი საყვედური შეუძლია გვითხრას ღმერთმა ადამიანებს, რომლებიც მის მიმართ ასეთი სასტიკები და უმსგავსოები ვართ.
როცა რაიმეს ვაკეთებთ, ჩვენი ქედმაღლობა ისე წამოყოფს თავს, თითქოს ცა და ქვეყანა შეგვექმნას. ღმერთმა კი ყოველივე არარსებულისგან შექმნა და, მიუხედავად ამისა, ასე დაიმდაბლა თავი!
„სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა" (იოან. 17, 24). ჰოი, ღვთის უსაზღვრო სიყვარულის სიღრმე! როგორი პატივი მიაგო უბადრუკ ადამიანს, რომ თვით ღმერთამდე აამაღლა ის და საუკუნო დიდება და ბედნიერება მ...
იხილეთ სრულად
„სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა" (იოან. 17, 24). ჰოი, ღვთის უსაზღვრო სიყვარულის სიღრმე! როგორი პატივი მიაგო უბადრუკ ადამიანს, რომ თვით ღმერთამდე აამაღლა ის და საუკუნო დიდება და ბედნიერება მიანიჭა!
უფლის საშინელმა ტანჯვამ ღირსგვყო, რომ ღვთის შვილები, ღვთის მემკვიდრეები და „თანა-მკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17) გავმხდარიყავით! როგორი სიხარულით ვივსები, როცა ვაცნობიერებ, რომ ღვთის შვილი ვარ და სახიერ მამას ჩემთვის ენით აღუწერელი ...
იხილეთ სრულად
უფლის საშინელმა ტანჯვამ ღირსგვყო, რომ ღვთის შვილები, ღვთის მემკვიდრეები და „თანა-მკვიდრ ქრისტესა“ (რომ. 8, 17) გავმხდარიყავით! როგორი სიხარულით ვივსები, როცა ვაცნობიერებ, რომ ღვთის შვილი ვარ და სახიერ მამას ჩემთვის ენით აღუწერელი ბედნიერებისა და განსვენების ადგილი აქვს გამზადებული!