სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
არც ერთი მდგომარეობა არ არის ადამიანთა შორის ისეთი, რომლითაც შეუძლებელი იქნებოდა უსასრულოდ განდიდება, ან იმით რასაც ვაკეთებთ, ან იმით, რასაც ვითმენთ.
ის, ვინც დარდობს იმაზე, რომ არ შეუძლია ბევრის კეთება, მცირესაც ვერ აკეთებს
მცირისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული წარმატება დიდ საქმეებში. "გინდა იყო დიდებული, დაიწყე ყველაზე უმცირესიდან". - ამბობს ნეტარი ავგუსტინე.
არა ასპარეზის სირთულით იზომება უფლის წინაშე ჩვენი დამსახურება, არამედ - მისდამი სიყვარულისა და ერთგულების საზომით, რითაც ყოველი ჩვენთაგანი ემსახურება მას, სულ ერთია, დიდი იქნება თუ მცირე. - მიწიერი გაგებით.
უმჯობესია, იყო სრულყოფილი ნაკლებად სრულყოფილში, ვიდრე არასრულყოფილი მეტად სრულყოფილში.
უფალი ჩვენგან არასდროს მოითხოვს ანგარიშს დიდებულ საქმეებში, არამედ მხოლოდ მცირეზე ერთგულებას ითხოვს.
მცირესა ზედა ერთგულიც მრავალსა ზედა ერთგულებთან ერთად იქნება დადგინებული უფლის სიხარულში.
გეღიმება, როცა ხედავ, რომ ბავშვს თავი დიდად მოაქვს. მიმოიხედე, განა ნაკლებად სასაცილო ხარ შენ, როცა უკმაყოფილო ხარ შენი მდგომარეობით?