ყოველი ღვთისშვილის მიზანია იყოს სასურველი იესო ქრისტესი, მეუფისა ჩვენისა, და შეურიგდეს მამა ღმერთს სულიწმიდის მიღებით. ამ საშუალებებით კი თავი გადაირჩინოს, რამეთუ სწორედ ამაში მდგომარეობს ყოველი სულის ხსნა. თუკი ეს არ გაგვაჩნია, უ...
იხილეთ სრულად
ყოველი ღვთისშვილის მიზანია იყოს სასურველი იესო ქრისტესი, მეუფისა ჩვენისა, და შეურიგდეს მამა ღმერთს სულიწმიდის მიღებით. ამ საშუალებებით კი თავი გადაირჩინოს, რამეთუ სწორედ ამაში მდგომარეობს ყოველი სულის ხსნა. თუკი ეს არ გაგვაჩნია, უნაყოფოა ჩვენი მცდელობა, ამაოა გარჯა, განა აქვს რაიმე აზრი იმ გზით სიარულს, რომელიც იქ არ მიგვიყვანს, საითკენაც მივეშურებით.
ღმერთი კეთილია, მას ჩვენი ცხონება სურს. ცხონება რომ მხოლოდ ზოგიერთისთვის ყოფილიყო, ქრისტეს ჯვარცმა საჭირო რაღად გახდებოდა? სამოთხის ბჭე ვიწრო არ არის, ის ყველა იმ ადამიანისთვისაა გახსნილი, ვინც სიმდაბლით სცემს თაყვანს და ამპარტავნ...
იხილეთ სრულად
ღმერთი კეთილია, მას ჩვენი ცხონება სურს. ცხონება რომ მხოლოდ ზოგიერთისთვის ყოფილიყო, ქრისტეს ჯვარცმა საჭირო რაღად გახდებოდა? სამოთხის ბჭე ვიწრო არ არის, ის ყველა იმ ადამიანისთვისაა გახსნილი, ვინც სიმდაბლით სცემს თაყვანს და ამპარტავნებით არ არის აღზევებული. საკმარისია მათ შეინანონ, ანუ საკუთარი ცოდვების ტვირთი ქრისტეს გადასცენ, რომ მაშინვე თავისუფლად გავლენ ამ კარში. ამის გარდა ჩვენ შემამსუბუქებელი გარემოება გვაქვს, ჩვენ მიწისაგანნი ვართ, ჩვენ ანგელ...
უფლის განსაზღვრა ადამიანთა ხვედრის შესახებ სიმბოლურად გამოიხატება წიგნის სახით, რომელშიც უფალი როგორც ყოვლის მცოდნე და ყოვლად მართალი მსაჯული, ადამიანების ყოველგვარ ქმედებებს იწერს. ეს სიმბოლური სახეები წმინდა წერილებში ხშირად გამ...
იხილეთ სრულად
უფლის განსაზღვრა ადამიანთა ხვედრის შესახებ სიმბოლურად გამოიხატება წიგნის სახით, რომელშიც უფალი როგორც ყოვლის მცოდნე და ყოვლად მართალი მსაჯული, ადამიანების ყოველგვარ ქმედებებს იწერს. ეს სიმბოლური სახეები წმინდა წერილებში ხშირად გამოიყენება (ფს. 68, 29, 138, 16; დან. 7,10; მალ. 3,16; გამ. 32,32–33; ლუკ. 10,20; ფილ 4,3). შესაბამისად, ვინც მაღალი დანიშნულებით, ღირსეულად ცხოვრობს, სიცოცხლის წიგნში იწერებიან, ხოლო უღირსად მცხოვრებნი ამ წიგნიდან ამოიშლე...
რომელია ხსნის დამკვიდრების ჭეშმარიტი გზა: რა მდგომარეობაშიც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ვისაც სწამს ქრისტე მაცხოვრის დამსახურებანი, მისი ღვთიური მადლის შეწევნით შეუდგება ცხონების უმოკლეს გზას, თუ წმიდა მამათა მაგალითს მიჰყვება. და თ...
იხილეთ სრულად
რომელია ხსნის დამკვიდრების ჭეშმარიტი გზა: რა მდგომარეობაშიც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ვისაც სწამს ქრისტე მაცხოვრის დამსახურებანი, მისი ღვთიური მადლის შეწევნით შეუდგება ცხონების უმოკლეს გზას, თუ წმიდა მამათა მაგალითს მიჰყვება. და თუ ის ბოლომდე შეინარჩუნებს ჭეშმარიტ რწმენას, სიყვარულსა და სასოებას ღმრთისა, საბოლოოდ მივა იქ, სადაც ყოველთა წმიდათა კრებულია, და მათთან ერთად მარად დაიდებს წილს ზეციურ სიხარულში.
მიზანი ადამიანის დედამიწაზე ცხოვრებისა ზეციური სასუფევლის მოხვეჭაა. ეს მიზანი ქრისტეს პირველივე სიტყვებში განცხადდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მათ. 4. 17). ხოლო მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „წარვედით ყოვ...
იხილეთ სრულად
მიზანი ადამიანის დედამიწაზე ცხოვრებისა ზეციური სასუფევლის მოხვეჭაა. ეს მიზანი ქრისტეს პირველივე სიტყვებში განცხადდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მათ. 4. 17). ხოლო მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა“ (მარკ. 16, 15) მაგრამ განა ყველა მისი სიტყვა ზეციური სასუფევლის შესახებ არ ღაღადებს, განა ამაღლებაცა და ზეციური სამყაროდან უფლის მოვლენაც ამასვე არ ადასტურებს? ...
კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? იკითხავს ვინმე, როცა წარმოიდგენს თვითგამოსწორების მთელ სირთულეებს. ამგვარ შეკითხვაზე მაცხოვრის პასუხით ვუპასუხებთ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს (მთ. 19, 25–26).
კაცის ცხონება, როგორც ვთქვით, პირველ რიგში მის საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული. გოლგოთაზე ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი გააკრეს ჯვარს. ერთი გმობდა იესუს, მეორემ შეინანა და შეევედრა მხსნელს: „მომიხსენენ, უფალო, სასუფეველსა შენსა“. პასუ...
იხილეთ სრულად
კაცის ცხონება, როგორც ვთქვით, პირველ რიგში მის საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული. გოლგოთაზე ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი გააკრეს ჯვარს. ერთი გმობდა იესუს, მეორემ შეინანა და შეევედრა მხსნელს: „მომიხსენენ, უფალო, სასუფეველსა შენსა“. პასუხად მას მიეცა პირობა ღმრთისაგან: „ამენ, გეტყვი შენ: „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 39–43). ქრისტეს სიკვდილმა ჯვარზე გაკრულ, განწირულ, მონანიე ავაზაკს ცოდვების შენდობა და წყალობა შესძინა.
იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა გვაცხოვნებს, უნდა ვიცოდეთ რა წარგვწყმედს, რამეთუ ცხოვნება მხოლოდ წარყმედილებს სჭირდებათ. ცხონების მაძიებელი თავის თავს დაღუპულად აღიარებს, თორემ აბა რაღად დასჭირდებოდა გადარჩენის გზის ძიება; ჩვენი წარწყმე...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა გვაცხოვნებს, უნდა ვიცოდეთ რა წარგვწყმედს, რამეთუ ცხოვნება მხოლოდ წარყმედილებს სჭირდებათ. ცხონების მაძიებელი თავის თავს დაღუპულად აღიარებს, თორემ აბა რაღად დასჭირდებოდა გადარჩენის გზის ძიება; ჩვენი წარწყმედა იმის ბრალია, რომ გაგვიწყდა ერთობა ღმერთთან და დაცემულ სულებთან დავამყარებთ კავშირი. ჩვენი ცხონება სატანასთან კავშირის დარღვევასა და ღმერთთან კავშირის აღდგენაშია.
თუ გსურს ცხონდე და ჭეშმარიტება შეიმეცნო, მაშინ შეეცადე ამაღლდე ფშვინვიერზე და მხოლოდ იმედით მიეკრო ღმერთს. ამგვარად როცა აიძულებ თავს, მოერიდო ფშვინვიერს, შეხვდები მთავრობანს და უფლებანს (ანგელოსთა დასია – რედ.), რომლებიც შენთან ე...
იხილეთ სრულად
თუ გსურს ცხონდე და ჭეშმარიტება შეიმეცნო, მაშინ შეეცადე ამაღლდე ფშვინვიერზე და მხოლოდ იმედით მიეკრო ღმერთს. ამგვარად როცა აიძულებ თავს, მოერიდო ფშვინვიერს, შეხვდები მთავრობანს და უფლებანს (ანგელოსთა დასია – რედ.), რომლებიც შენთან ერთად ბრძოლას გაუმართავენ გულისთქმებს. და როცა ლოცვით დაამარცხებ მათ და იქნები ღვთის მსასოებელი, გექნება ღვთის მადლი, რომელიც მომავალი რისხვისგან გიხსნის.