ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
125. „ცრუ არიან ადამიანთა ძეები უსამართლობის სასწორთა შორის“ (ფს. 61.10), მაშინ როცა ღმერთი თითოეულს საკადრისს განუკუთვნებს.
78. არავინაა იმგვარად კეთილი და მოწყალე, როგორც უფალი, მაგრამ შეუნანებელს არც ის შეუნდობს.
66. თუკი შეიცნობ, რომ, თანახმად წერილისა, მთელ ქვეყანაზეა ღვთის სამართალნი (I ნეშტთა 16.14; ფს. 104.7), ყველა შემთხვევა ღვთისმცოდნეობის მასწავლებლად გაგიხდება შენ.
16. ვისაც სურს რაიმეს გაკეთება, მაგრამ არ კი ძალუძს, გულთმეცნიერი ღვთის წინაშე ისეა, როგორც უკვე გამკეთებელი; და ეს ვრცელდება როგორც კარგზე, ასევე ცუდზე.
როცა სულიწმიდა გარდამოდის, შენს წინ თითქოს თვალები დადგება და ციცინათელებივით დაიწყებენ შენი თვალების გარშემო წრეზე მოძრაობას. მერე ეს ნათელი წრე თანდათან იზრდება და ნათდება. ამის შემდეგ გარდამოდის სულიწმიდა. სამყაროს მფლობელი ხდე... იხილეთ სრულად
157. ყველა სიკეთე უფლისგან მომდინარეობს განგებულებითად და მათი მატარებელნი სიკეთეთა მსახურები არიან.
146. ღვთის ხსოვნის გარეშე შეუძლებელია, რომ ცოდნა ჭეშმარიტი იყოს, რადგან პირველის გარეშე ეს მეორე ნაყალბევია.
ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს