ძნელია ყველაფრის ატანა, რისი დათმენაც გვიხდება. მაგრამ სიმძიმე გვაწევს მხოლოდ განსაცდელის ჟამს. შემდეგ კი თანდათან ყველაფერი შენელდება და გაქარწყლდება. გაქარწყლდება ისიც, რასაც თქვენ ახლა იტანთ. გამხნევდით, ყველაფერი გაივლის.
ამ დ...
იხილეთ სრულად
ძნელია ყველაფრის ატანა, რისი დათმენაც გვიხდება. მაგრამ სიმძიმე გვაწევს მხოლოდ განსაცდელის ჟამს. შემდეგ კი თანდათან ყველაფერი შენელდება და გაქარწყლდება. გაქარწყლდება ისიც, რასაც თქვენ ახლა იტანთ. გამხნევდით, ყველაფერი გაივლის.
ამ დროს მეტად მოუხმეთ რწმენას. გახსოვდეთ _ ყველაფერი ღვთისგანაა: არა მხოლოდ დიდი განსაცდელი, არამედ სულ მცირე შემთხვევაც კი. მას ხომ მხოლოდ ერთადერთი განზარახვა აქვს _ ჩვენი გადარჩენა. ჰოდა, მიიღეთ მისგან ყველა განსაცდელი, რ...
იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ ჭრილობებს. ძაღლები ადამიანებზე უფრო კაცთმოყვარენი იყვნენ, ლოკავდნენ ლაზარეს ჭრილობებს, წმენდნენ და ჩირქს აცლიდნენ. ის კი იწვა დავრდომილ...
იხილეთ სრულად
იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ ჭრილობებს. ძაღლები ადამიანებზე უფრო კაცთმოყვარენი იყვნენ, ლოკავდნენ ლაზარეს ჭრილობებს, წმენდნენ და ჩირქს აცლიდნენ. ის კი იწვა დავრდომილი, როგორც ოქრო ბრძმედში, ბრწყინვალება ემატებოდა. ის არ ამბობდა, როგორც მრავალი გლახაკი ამბობს: „ეს არის განგებულება? ნუთუ ღმერთი ხედავს კაცთა საქმეებს? მე, მართალი, გლახაკი ვარ, ის კი უსამართლოა და მდიდარია“. არაფერი ამი...
იცოდეთ, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;
ხოლო მოთმინების საქმე სრულქმნილი უნდა იყოს, რათა თავადაც სრულქმნილნი იყოთ და სრულყოფილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
თ. I
კაცთმოყვარე ღმერთმა ისე განაგო, რომ საღმრთო მადლს მოკლებული ცოდვილი ადამიანი მრავალ შიშს, სხვადასხვა უსიამოვნებას და გაჭირვებას განიცდიდეს... ვერ პოულობდეს მოსვენებას აწინდელ ცხოვრებაში, ქვეყნიურ შვება–სიამეთა და საგანთა შორის და ...
იხილეთ სრულად
კაცთმოყვარე ღმერთმა ისე განაგო, რომ საღმრთო მადლს მოკლებული ცოდვილი ადამიანი მრავალ შიშს, სხვადასხვა უსიამოვნებას და გაჭირვებას განიცდიდეს... ვერ პოულობდეს მოსვენებას აწინდელ ცხოვრებაში, ქვეყნიურ შვება–სიამეთა და საგანთა შორის და ამის გამო იძულებული შეიქნას კვლავ თავის შემოქმედ ღემრთთან დაბრუნებისათვის გაისარჯოს, ყოვლადსრულთან და სახიერთან, ხოლო თუკი შეძლებს დაბრუნებას, შემდეგ უკვე მარადის მის წიაღთა შორის იმყოფებოდეს და ნამდვილ მოსვენებასაც მხოლ...
თუკი ნამდვილად გვსურს სრულყოფილი სიყვარულით აღგვევსოს სული, ანუ ღმერთისაგან კურთხეული სიკეთეებით შეგვემოსოს იგი და ამგვარად, ქვეყნიურ ანგელოზებად შევიქნათ, ამისთვის, პირველ ყოვლისა ურვა და ხორციელი შეჭირვება უნდა შვიყვაროთ, ყოველნ...
იხილეთ სრულად
თუკი ნამდვილად გვსურს სრულყოფილი სიყვარულით აღგვევსოს სული, ანუ ღმერთისაგან კურთხეული სიკეთეებით შეგვემოსოს იგი და ამგვარად, ქვეყნიურ ანგელოზებად შევიქნათ, ამისთვის, პირველ ყოვლისა ურვა და ხორციელი შეჭირვება უნდა შვიყვაროთ, ყოველნაირი სიმძიმის ტვირთვა და განსაცდელთა სიხარულით დათმენა უნდა გვსურდეს. სიღარიბე და ტკივილი გვერჩიოს, ამასთან იმ რწმენით ვითმენდეთ ყოველივე ამას, რომ ეს ნამდვილად სასიკეთოა ჩვენთვის და ჩვენ მომავალ ბედნიერ სამარადისო ცხოვრ...
ადამიანი მოტიტინე ბალღივითაა, ღმერთს მის წმინდა ნებას სთხოვს. ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, მადლს აძლევს, მაგრამ აძლევს განსაცდელსაც. თუკი ის უდრტვინველად დაითმენს განსაცდელს, მადლი ემატება. რამდენადაც მეტად ეძლევა მადლი, იმდ...
იხილეთ სრულად
ადამიანი მოტიტინე ბალღივითაა, ღმერთს მის წმინდა ნებას სთხოვს. ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, მადლს აძლევს, მაგრამ აძლევს განსაცდელსაც. თუკი ის უდრტვინველად დაითმენს განსაცდელს, მადლი ემატება. რამდენადაც მეტად ეძლევა მადლი, იმდენად ემატება განსაცდელებიც.
აწ ვევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაითა შემრაცხნეს სახიერთა მათ მონათა თვისთა თანა, რომელნი განსწავლა განსაცდელითა საწუთროსა ამას, და სუფევასა მას საუკუნესა ღირს ყვნა, და რაითა მოგუმადლოს ჩუენ საქმედ ნებაი მისი და სათნოებ...
იხილეთ სრულად
აწ ვევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაითა შემრაცხნეს სახიერთა მათ მონათა თვისთა თანა, რომელნი განსწავლა განსაცდელითა საწუთროსა ამას, და სუფევასა მას საუკუნესა ღირს ყვნა, და რაითა მოგუმადლოს ჩუენ საქმედ ნებაი მისი და სათნოებაი და ხელმწიფებაი და სუფევაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ
ჰმადლობდი ღმერთსა, რომელსა ჰნებავს განწმედაი შენი ცოდვათაგან უძლურებითა მაგით შენითა. რამეთუ რომელნი სენითა ხორცთაითა გუემნის ღმერთმან, იგინი უყუარან მას, ვითარცა სიბრძნესა სოლომონისსა წერილ არს და ვითარცა თქუა პავლე მოციქულმან: მ...
იხილეთ სრულად
ჰმადლობდი ღმერთსა, რომელსა ჰნებავს განწმედაი შენი ცოდვათაგან უძლურებითა მაგით შენითა. რამეთუ რომელნი სენითა ხორცთაითა გუემნის ღმერთმან, იგინი უყუარან მას, ვითარცა სიბრძნესა სოლომონისსა წერილ არს და ვითარცა თქუა პავლე მოციქულმან: მსწავლის ჩუენ ღმერთი აქა, რაითა არა ვისწავლნეთ დღესა მას აღდგომისასა. გამოაჩინა აქა მოციქულმან და თქუა, რამეთუ: რომელი განისწავლა ღმრთისა მიერ განსაცდელითა აქა, არა იტანჯოს იგი საუკუნესა