სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
უმჯობესია მცირეოდენი, სიმართლით, ვიდრე ბევრი, - უსამართლობით
სიღარიბე არასწორად მოპოვებულ სიმდიდრეზე უმჯობესია
კეთილდღეობა შეიძლება, სიღარიბეზე საშიშიც იყოს და უბედურება კეთილდღეობაზე მაცხოვნებელი. ნუ შეგშურდება კეთილდღეობაში მყოფის და უბედურებისას გულს ნუ გაიტეხ.
ბედნიერია სიღარიბე. იგი არ იცნობს დამღუპველ მანკიერებებსა და დანაშაულებრივ ვნებებს, რომლებიც ესოდენ ხშირად აწამებენ გაფუფუნებული მდიდრის სულს.
თუ სიღარიბე მრავალ მიწიერ სარგებელს გვაკლებს, სამაგიეროდ, მას მივყავართ იმ გზისკენ, რომელიც მრავალი ხიფათისგან არის თავისუფალი.
ღარიბისთვის უცნობია ხმაურიანი საზოგადოების მრავალი სიხარული. მაგრამ რა საბრალოა მათი სიცარიელე! ეჰ, ისინი მხოლოდ ცარიელნი რომ იყვნენ!
თუ ადამიანებს სიღარიბის გამოყენება არ შეუძლიათ, ამაში ადამიანები არიან დამნაშავე და არა - სიღარიბე.
შემოქმედის მიერ ბოძებული ბედით სიღარიბე უკეთესი ცხოვრების პირობებს ქმნის, რაც სიმდიდრეს არ გააჩნია.
ბევრის მქონეს ხშირად არა აქვს ის, რაც შენ გაქვს, თუნდაც უმცირესი იყოს
შენ არ გაქვს ის, რაც აქვს შენს მოყვასს, სამაგიეროდ მას არ აქვს ის, რაც შენ გაქვს.