ამპარტავანი, კეთილდღეობის შემთხვევაში, კიდევ უფრო ამაყი ხდება, განსაცდელის ჟამს კი ხვედრს ემდურის, გაბოროტებულია, სიმშვიდეს ვერსად პოულობს და სასოწარკვეთილებისკენაა მიდრეკილი. თავმდაბალი კი მწუხარებასაც და სიხარულსაც ერთნაირად იღე...
იხილეთ სრულად
ამპარტავანი, კეთილდღეობის შემთხვევაში, კიდევ უფრო ამაყი ხდება, განსაცდელის ჟამს კი ხვედრს ემდურის, გაბოროტებულია, სიმშვიდეს ვერსად პოულობს და სასოწარკვეთილებისკენაა მიდრეკილი. თავმდაბალი კი მწუხარებასაც და სიხარულსაც ერთნაირად იღებს, მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და სულიერ კიბეზე ზეაღსვლას სულგრძელებითა და მოთმინებით განაგრძობს.
link
რა თვისებები განასხვავებთ ამპარტავანთ და თავმდაბალთ?
თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა. თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს "მე"-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარუ...
იხილეთ სრულად
თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა. თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს "მე"-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას. ამასთან, ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარვმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს, ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი, - უფლის წ...
link
იაკობ მოციქული გვაფრთხილებს და გვმოძღვრავს, რომ "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი" (იაკ.4,6). არ წერია, რომ ასევე შემუსრავს მაგ, ქურდებს, ცრუთ, სათამაშო ბიზნესით დაკავებულთ, მრუშებს, ლოთებს..., მართალია, მათი შეცოდებანიც ფრიად ს...
იხილეთ სრულად
იაკობ მოციქული გვაფრთხილებს და გვმოძღვრავს, რომ "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი" (იაკ.4,6).არ წერია, რომ ასევე შემუსრავს მაგ, ქურდებს, ცრუთ, სათამაშო ბიზნესით დაკავებულთ, მრუშებს, ლოთებს..., მართალია, მათი შეცოდებანიც ფრიად სერიოზულია და სასჯელსაც დიდს მოიწევენ, მაგრამ ამის ჩამდენთ აქვთ ერთი უპირატესობა, - ისინი მოქმედებენ თავისი თავის ან სხვა ადამიანების წინააღმდეგ. ამპარტავანნი კი, თავისი თავხედობითა და უმადურობით, აშკარად უპირისპირდებიან შემოქმ...
link
ერთი შეხედვით, თითქოს როგორი ადვილია შენს თავში ღმერთის მყოფობა აღმოაჩინო და მისდამი მადლიერებით განიმსჭვალო. რომ დავიბადეთ და დავდივართ, რომ ვხედავთ, ვსუნთქავთ და გვიყვარს, რომ ვაზროვნებთ და შეგვიძლია ამა თუ იმ საქმის კეთება...
იხილეთ სრულად
ერთი შეხედვით, თითქოს როგორი ადვილია შენს თავში ღმერთის მყოფობა აღმოაჩინო და მისდამი მადლიერებით განიმსჭვალო.რომ დავიბადეთ და დავდივართ, რომ ვხედავთ, ვსუნთქავთ და გვიყვარს, რომ ვაზროვნებთ და შეგვიძლია ამა თუ იმ საქმის კეთება, ეს ხომ მისი წყალობაა?! ხომ შეიძლება ერთ წუთში დავკარგოთ თვალის ჩინი, ან განსჯის უნარი ან მოძრაობის შესაძლებლობა..., და მერეღა მივხვდებით, რა უმადურნი ვყოფილვართ.
link
ადამიანი ან მიდრეკილია უფლისკენ, ან ეშმაკისკენ ანუ საკუთარი თავის განდიდებისკენ. თუმცა, პირველ ეტაპზე, ამპარტავანნიც ღვთისადმი მადლიერებას სიტყვით გამოხატავენ, გულში კი მხოლოდ საკუთარ თავს განადიდებენ. შემდგომ საფეხურზე მათ ა...
იხილეთ სრულად
ადამიანი ან მიდრეკილია უფლისკენ, ან ეშმაკისკენ ანუ საკუთარი თავის განდიდებისკენ.თუმცა, პირველ ეტაპზე, ამპარტავანნიც ღვთისადმი მადლიერებას სიტყვით გამოხატავენ, გულში კი მხოლოდ საკუთარ თავს განადიდებენ. შემდგომ საფეხურზე მათ არათუ თავისი ღვაწლის წარმოჩენა "ერიდებათ", არამედ სხვათა დამსახურებასაც ხშირად საკუთარ თავს მიაწერენ; ამცირებენ გარშემომყოფთ, აზვიადებენ ყველაფერს და ითხოვენ გამორჩეულ პატივს. გულწრფელი აღსარება მათთვის თითქმის უჩვეულო რამაა.
link
ვისი დამსახურებაა ეს, თუ არა ჩემი?
ხორციელი და სულიერი ამპარტავნება
ამპარტავნების დამღუპველობის შესახებ
რასაც ვერასდროს ვიტყვით ამპარტავნებაზე...