ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
376, ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს მიმართა: ბატონო აბბა! ჩემი სული ბოროტებითაა სავსე, და სულ მინდოდა ამის თაობაზე შენთვის მეკითხა, მაგრამ მეშინოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ ვკითხავ და შემდეგ არ შევასრულებ, ამით უფლის სულს გამოვცდი-მეთქი. ჩემმა აბბამ კი მითხრა, ბერების გამოკითხვის უგულებელყოფა სულის უდიდესი დაცემააო. ღვთის გულისათვის გთხოვ, ილოცე ჩემთვის და დამარიგე, როგორ ვცხონდე და შემინდე იხილეთ სრულად
ღმრთის სასუფეველი გულისა და სულის უხილავი, შინაგანი თვისებაა. იგი იმ კაცს აქვს, რომელმაც ქრისტეს სჯული, მისი მადლი, ანუ იესო ქრისტესგან მონიჭებული სახერა შეითვისა.
სასუფეველი ცათა, როგორც ამას არაერთხელ განგვიმარტავს საღმრთო წერილი, კაცთა შორის ჭეშმარიტების, მშვიდობის და უმეტესად კი სიყვარულის სუფევა ანუ დამკვიდრებაა, როცა ნაცვლად ცოდვისა მადლი და ჭეშმარიტება სუფევს და მოქმედებს. სასუფეველი ... იხილეთ სრულად
სასუფეველი ღმრთისა სულიწმიდით სიხარულია. მართალია, კაცი თავისი უღირსებისა და ცოდვისთვის ყოველთვის უნდა სწუხდეს და ტიროდეს, მაგრამ სულიწმიდის მიერ სიხარული არათუ სულიერი მწუხარების, სინანულსა და შემუსვრილების წინააღმდეგი, არამედ უშ... იხილეთ სრულად
სასუფეველი როგორც კაცის სულსა და გულში, ისე მის გარეგნულ საქმეებშიცაა. სასუფეველი თავად ადამიანში იმაში მდგომარეობს, რომ იგი ღმრთის ხატი და მსგავსია. მართალია, ცოდვამ დიდად იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ კვალი იმისა, რომ იგი ... იხილეთ სრულად
როცა მაცხოვარი გვეუბნება მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ამით გვასწავლის, რომ ჩვენი გული და სული სახარებას დავუმორჩილოთ, ანუ ჩვენი შინაგანი სამყარო სახარების მცნებათა მიხედვით მოვაწესრიგოთ. რადგან თუ ჩვენი შინაგანი ცხოვრება სახარე... იხილეთ სრულად
ნათლისღება, ეკლესიაში სიარული და ზიარება სასუფეველში შესასვლელად აუცილებელია, მაგრამ შეიძლება კაცმა ეს ყოველივე აღასრულოს, და სასუფეველის მოქალაქე მაინც ვერ გახდეს, თუ მისი გული ცოდვის მორჩილი იქნება, ანუ თუ მას ღმერთზე მეტად სოფე... იხილეთ სრულად
მაცხოვარმა ამქვეყნად დანერგა სასუფეველი და ქრისტიანებს მისი გავრცელება, გაძლიერება და განმტკიცება მოგვანდო. ვინც ამ საქმეს სიტყვითა და საქმით შეეწევა, ის მეგობარია ქრისტესი, რადგან მის საქმეს აღასრულებს, ხოლო ვინც უზნეო საქციელით ... იხილეთ სრულად