განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება.
განსაცდელები და მწუხარებები ადამიანს მისსავე სასარგებლოდ ეგზავნება: მათგან განსწავლული სული ღმერთის წინაშე ძლიერი, პირნათელი ხდება. თუკი ყველაფერს ღვთისადმი სასოებით დაითმენს, შეუძლებელია სულიწმიდის მიერ აღთქმული სიკეთენი და ვნება...
იხილეთ სრულად
განსაცდელები და მწუხარებები ადამიანს მისსავე სასარგებლოდ ეგზავნება: მათგან განსწავლული სული ღმერთის წინაშე ძლიერი, პირნათელი ხდება. თუკი ყველაფერს ღვთისადმი სასოებით დაითმენს, შეუძლებელია სულიწმიდის მიერ აღთქმული სიკეთენი და ვნებათაგან სრული გათავისუფლება არ მიიღოს.
სულები, რომლებიც ან ადამიანებისაგან მიყენებული შეურაცხყოფით ან გონებაში ფარულად აღმოცენებული ბილწი ზრახვებით, ან სხეულებრივი სნეულებებით იტანჯებიან, თუკი ყოველივეს ბოლომდე დაითმენენ, ...
არ არის საჭირო შეუთავსებლის შეთავსება, ერთდროულად ვერ ატარებ ჯვარს და ვერ იქნები განცხრომაში. ნუ შევეცდებით ჩვენი სინდისის მოდუნებას, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება ღმერთმა წაგვართვას ზეციური ჯილდო და კიდევ უფრო მძიმე განსაცდელები მოგვ...
იხილეთ სრულად
არ არის საჭირო შეუთავსებლის შეთავსება, ერთდროულად ვერ ატარებ ჯვარს და ვერ იქნები განცხრომაში. ნუ შევეცდებით ჩვენი სინდისის მოდუნებას, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება ღმერთმა წაგვართვას ზეციური ჯილდო და კიდევ უფრო მძიმე განსაცდელები მოგვივლინოს.
ამჟამად ღმერთი დიდ განსაცდელებს უშვებს. უმძიმესი დრო მოდის. ჩვენ დიდი გამოცდა გველის. მოდით, ყველაფერს ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიცხოვროთ. მდგომარეობა გვაიძულებდა და გვაიძულებს, სულიერად ვიშრომოთ. ერთის მხრივ, ამ სული...
იხილეთ სრულად
ამჟამად ღმერთი დიდ განსაცდელებს უშვებს. უმძიმესი დრო მოდის. ჩვენ დიდი გამოცდა გველის. მოდით, ყველაფერს ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიცხოვროთ. მდგომარეობა გვაიძულებდა და გვაიძულებს, სულიერად ვიშრომოთ. ერთის მხრივ, ამ სულიერ შრომას ფასი ექნება, თუკი ჩვენ სიხარულით, საკუთარი ნებით ვიშრომებთ და არა იმიტომ, რომ – გვაიძულებენ. ბევრი წმიდანი ითხოვდა, რომ ეცხოვრა ჩვენ ეპოქაში, რათა ეს ღვაწლი აღესრულებინა.
ადამიანი შეიძლება აღძრას მეორე უარესმა ადამიანმა, უფრო სწორად კი, მასაც განსაცდელი უბიძგებს, რომ შეგაშფოთოს და აგამღვრიოს. თუმცაღა ღმერთი აძლევს მას ამის ნებას, რათა შენ დღითიდღე მეტად გამოცდილი გახდე და უვნებობას მიაღწიო. რადგან ...
იხილეთ სრულად
ადამიანი შეიძლება აღძრას მეორე უარესმა ადამიანმა, უფრო სწორად კი, მასაც განსაცდელი უბიძგებს, რომ შეგაშფოთოს და აგამღვრიოს. თუმცაღა ღმერთი აძლევს მას ამის ნებას, რათა შენ დღითიდღე მეტად გამოცდილი გახდე და უვნებობას მიაღწიო. რადგან როცა შენ ემზადები და ელოდები მას, მაშინ არ შფოთავ, არ ღელავ, წონასწორობას არ კარგავ.
უკუეთუ შეიპყრას კაცი მხეცმან უმეცრებით, გინა წარიღოს ღუარმან თვინიერად ცნობისა მისისა, მშვიდობაი აქუს მას ღმრთისაგან და არა ევნოს ვითარცა პირველთა მათ, ნუ იყოფინ! და უკუეთუ მოკლას კაცმან მოყუასი თვისი, ვერ შემძლებელ არს, ნუ იყოფინ...
იხილეთ სრულად
უკუეთუ შეიპყრას კაცი მხეცმან უმეცრებით, გინა წარიღოს ღუარმან თვინიერად ცნობისა მისისა, მშვიდობაი აქუს მას ღმრთისაგან და არა ევნოს ვითარცა პირველთა მათ, ნუ იყოფინ! და უკუეთუ მოკლას კაცმან მოყუასი თვისი, ვერ შემძლებელ არს, ნუ იყოფინ! ესე საქმე ეშმაკისაგან არს და მან შემძლებელ ყო იგი, ვინაითგან კაცმან მან იუფლა იგი თავსა თვისსა ზედა. და არნ ოდესმე,
განსაცდელსა და ვნებასა ხორცთასა და სენსა ბოროტსა შევარდის კაცი ღმრთისა მიერ გამოსაცდელად უმჯობესისა ...
დაე, თითოეულ ჩვენგანს მუდმივად ახსოვდეს, რომ ღვთისაა სულითა და ხორცით და ყველა სულიერსა და ფიზიკური განსაცდელის ჟამს ყოველი წამი მისი ყოფიერებისა ღვთის ხელთაა და ამიტომ ყოველთვის მას მიმართოს, თუკი რამე უჭირს (სულს ან ხორცს) მიმარ...
იხილეთ სრულად
დაე, თითოეულ ჩვენგანს მუდმივად ახსოვდეს, რომ ღვთისაა სულითა და ხორცით და ყველა სულიერსა და ფიზიკური განსაცდელის ჟამს ყოველი წამი მისი ყოფიერებისა ღვთის ხელთაა და ამიტომ ყოველთვის მას მიმართოს, თუკი რამე უჭირს (სულს ან ხორცს) მიმართოს მას მაშინ, როცა სული ავიწროებს, ან სხეული, ვთქვათ დარდსა ჰყავს კაცი შეჭმული (სულიერი ავადმყოფობა) ან ვნებას (ხორციელი სნეულება) მიმართოს, როცა დაუდგრომელი ბუნების სტიქია ემუქრება საშინელებით (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, ელ...