თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
შენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი; შენ კი საკუთარი თავისთვისაც არ მდაბლდები, არამედ თავს აღიმაღლებ და ამპარტავნობ.
თუ ძე ღვთისამ დაიმდაბლა თავი, ჩვენც უნდა დავიმდაბლოთ თავი, ჩვენც უნდა დავიმციროთ თავი, მით უმეტეს, რომ იგი ჩვენი ამპარტავნების გამო დამდაბლდა.
გახდი ჩვილი იესოსთან ერთად (სიმდაბლისა და უბრალოების თვალსაზრისით) და მასთან ერთად განდიდდები სიბრძნეში (ლკ. 2, 40).
სიმდაბლით შემოსილი უფალი ადამიანებს გამოეცხადა, და ვინც კაცთა შორის შეიმოსავს სიმდაბლეს, იგი ღვთის მსგავსი გახდება.
ძმაო ჩემო, თუ გსურს გულის სიმშვიდე, შედი მასში სიმდაბლის გზით, რადგან სხვა გზა სიმდაბლის გარდა არ არსებობს.
ღვთის დიდი სიკეთეა, რომ წერილის ზოგიერთი ადგილი ნათელია, ზოგიერთი კი - ბუნდოვანი, რათა ერთით ჩვენ განვმტკიცდეთ რწმენასა და სიყვარულში და სრული გაუგებრობით ურწმუნოებასა და სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ, მეორით კი ძიებისა და შრომი... იხილეთ სრულად
უფალი აძლევს და უმრავლებს თავის ძღვენს მას, ვინც ღებულობს სიმდაბლითა და მადლიერებით, უმადურს კი ისიც წაერთმევა, რაც ეგონა, რომ მუდამ მისი იქნებოდა.
თუმცა ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ ჩვენი ბუნებაც, რომელიც წამხდარია დაუმორჩილებლობით, და ეს სოფელიც თავისი სხვადასხვაგვარი ხიბლით ეშმაკს ეხმარება. ღმერთმა კი თავისუფალი ნება მოგვანიჭა. გვმართებს ვისწრაფოთ სათნოებისაკენ ძალისაებრ ჩვ... იხილეთ სრულად