ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
ბედისწერაშიც კი შეიძლება ბედნიერება იპოვო.
როგორ მიიღებ ამას, რა სულით მიიღებ, იმის მიხედვით ან ბედნიერი იქნები, ან - უბედური
არ შეგშურდეს! შური თუ არ ჩამოიცილე ბედნიერი ვერ იქნები.
წყენა თუ არ ჩამოიცილე, ბედნიერი ვერ იქნები.
თუ მიტევება არ იცი, ბედნიერი ვერ იქნები.
თუ მტრობა გაქვს ვინმეს მიმართ, რა ბედს უნდა ეწიო? ვერ იქნები ბედნიერი
ბედნიერია ის, ვინც მიიღო მასთან ნათლის სახით მისული ქრისტე. ის ბნელში იმყოფებოდა, ახლა კი გახდა ძე ნათლისა და დაუღამებელი დღისა.
ბედნიერია ის, ვინც ამ ცხოვრებაშივე შეიცნო უფლის ნათელი ისე, როგორც ღმერთი, რადგან ის იმქვეყნიურ ცხოვრებაში კადნიერებით წარდგება ღვთის წინაშე.
ბედნიერია ის, ვინც ღვთაებრივ ნათელს მიეახლა, შევიდა მასში, შეუერთდა ნათელს და მთლიანად ნათლად იქცა. მან სრულიად განიძარცვა ცოდვით შებილწული სამოსელი და ამიერიდან მწარე ცრემლებით აღარ იტირებს.