ამჟამინდელი, დაცემული სოფელი ჰგავს ძალზე მდიდარ, უზადო გემოვნებით გაკეთებულ, მაგრამ გაუმართავ საათს. მასში ყველაფერია, რაც ადრე იყო და რაც უნდა იყოს, მაგრამ მასში არ არის ჰარმონიულობა და მარადიულობა. ამიტომ ვინც მოინდომებდა, ამ სა...
იხილეთ სრულად
ამჟამინდელი, დაცემული სოფელი ჰგავს ძალზე მდიდარ, უზადო გემოვნებით გაკეთებულ, მაგრამ გაუმართავ საათს. მასში ყველაფერია, რაც ადრე იყო და რაც უნდა იყოს, მაგრამ მასში არ არის ჰარმონიულობა და მარადიულობა. ამიტომ ვინც მოინდომებდა, ამ საათის მიხედვით მოეწყო თავისი ცხოვრების წესი, ყველაფერი ამაო იქნებოდა.
link
ჭეშმარიტად, სამყარო გამოცანაა, მასში სხვა, მარადიული სამყარო აირეკლება თავისი ათინათითა და იდუმალი სახეებით. თუმცა, მატერიალისტები მას დაუკვირვებელი და გამოუცდელი ადამიანის მსგავსად აღიქვამენ, რადგანაც ერთადერთ რეალობად მიიჩნევენ,...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად, სამყარო გამოცანაა, მასში სხვა, მარადიული სამყარო აირეკლება თავისი ათინათითა და იდუმალი სახეებით. თუმცა, მატერიალისტები მას დაუკვირვებელი და გამოუცდელი ადამიანის მსგავსად აღიქვამენ, რადგანაც ერთადერთ რეალობად მიიჩნევენ, ამიტომაც არ ძალუძთ, რომ სხვა სამყაროსა და ცხოვრების არსებობა ირწმუნონ. მაშინაც კი, როდესაც ეს სამყარო ყოველ ნაბიჯზე ამხელს საკუთარ თავს სიცრუეში, მატერიალისტებს ჯიუტად სჯერათ მისი რეალობისა. ამგვარად ისინი ორივე სამყარო...
link
სულის ველი - ეს მარადისობაა. ეს თითქოსდა გამოსვლაა დედამიწის მიზიდულობიდან. ეს გონების მიქცევაა ღვთაებისაკენ, ეს ლოცვის მეშვეობით გამოღვიძებაა სულისა.
გონება და გული ზეცისა და მარადიულობისაკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შეგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ
მარადისობაში საზღაურს ვერ მიიღებს ის, ვინც მიწაზე მთლიანად შეითვისებს მას
თვით დროსაც თავისი დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. წმინდა წერილიც ამას ამბობს: "... რომლისაგანცა (ძისა თვისისა მიერ) შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1,2). აქ სიტყვა "საუკუნენი" აღნიშნავს "დროს". მაშასადამე, შეიძ...
იხილეთ სრულად
თვით დროსაც თავისი დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. წმინდა წერილიც ამას ამბობს: "... რომლისაგანცა (ძისა თვისისა მიერ) შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1,2). აქ სიტყვა "საუკუნენი" აღნიშნავს "დროს". მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო და დრო ერთდროულად შეიქმნა
link
დროის საიდუმლოს ეკლესია ფლობს. ეს საიდუმლო უბრალოა. ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო - ეს მზადებისა და არჩევნის მდგომარეობაა, გზაჯ...
იხილეთ სრულად
დროის საიდუმლოს ეკლესია ფლობს. ეს საიდუმლო უბრალოა. ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო - ეს მზადებისა და არჩევნის მდგომარეობაა, გზაჯვარედინია, სადაც ადამიანის არსებობის მთავარი საკითხი წყდება, ვისთანაა იგი - ღმერთთან თუ ღმერთის გარეშე? დრო - ეს ცვლილებების, პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებაა, ასევე ღვთისმსგავსების გამოვლენისა ან დაკარგვისა, იმის შეძ...
link
მკვლელი უპირველეს ყოვლისა ისაა, ვინც აღუკვეთს, ერთგვარად სტაცებს ადამიანს მარადისობაში ჭეშმარიტ ცხოვრებას. მარადისობის დაკარგვა - ეს ყველაზე საშინელი კატასტროფაა. ეს გამოუსწორებელი უბედურებაა, უკურნებელი სენია, შავი უფსკრულია, საი...
იხილეთ სრულად
მკვლელი უპირველეს ყოვლისა ისაა, ვინც აღუკვეთს, ერთგვარად სტაცებს ადამიანს მარადისობაში ჭეშმარიტ ცხოვრებას. მარადისობის დაკარგვა - ეს ყველაზე საშინელი კატასტროფაა. ეს გამოუსწორებელი უბედურებაა, უკურნებელი სენია, შავი უფსკრულია, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. ამიტომ მკვლელობის ყველაზე უარესი სახე - ეს ადამიანისათვის რწმენის წართმევაა.
link
წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე: რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მტკაველს; ასევე, ჩვენი საუკუნეც არაა უმეტესი, ვიდრე - მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: "ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი" (ფს. 38.5). - არა...
იხილეთ სრულად
წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე: რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მტკაველს; ასევე, ჩვენი საუკუნეც არაა უმეტესი, ვიდრე - მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: "ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი" (ფს. 38.5). - არაუმეტეს, ვიდრე - ზღვაში წვეთი, როგორც მარცვალი სილაში (ზირ. 18.8), ნაპირზე ან ზღვის ფსკერზე, - როგორც "არარაი" (ფს. 38.5) და ამასთან, უმეტესწილად, ჩვენ, უგუნურნი, მათ ყოველგვარი საზრუნავით ვზღუდავთ და მარადიულობაზე თითქმი...
link
ცვლილება დროს ვარაუდობს. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა. მარადისობა კი ვერტიკალური მოძრაობაა, მასში არ არის ისეთი ცვლილებები, როგორიცა გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მასში ადამიანის სულის შინაარსია გახსნილი.
მარადისობ...
იხილეთ სრულად
ცვლილება დროს ვარაუდობს. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა. მარადისობა კი ვერტიკალური მოძრაობაა, მასში არ არის ისეთი ცვლილებები, როგორიცა გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მასში ადამიანის სულის შინაარსია გახსნილი.
მარადისობაში არ არის ყოფიერების ის დანაკარგი, რასაც ფილოსოფოსნი დროის ასიმეტრიას უწოდებენ: იქ არ არის პერიოდები, რომელებიც ერთმანეთს ცვლიან. მარადისობა არ არის უძრაობა, სტატიკა, არამედ მოძრაობაა, დინამიკაა, ოღონდ დროში მოძრაობისაგან გა...
link