შური - ციტატები, გამონათქვამები
შური - ციტატები, გამონათქვამები შური, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ნუ წაართმევ შურით აღვსილი ვინმეს იმას, რაც მისთვის ღმერთს მიუცია და ნურაფერს მიითვისებ ამპარტავნებით. რამეთუ არავის ძალუძს რაიმეს მოპოვება, თუკი ღმერთი არ უბოძებს. რადგან ყოველი ძალაუფლება და პატივი ღვთისაგანაა.
მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს, სხვის კეთილდღეობას კი საკუთარ წარუმატებლობად.
თუ ძაღლებს აჭმევენ, ისინი მორჩილნი ხდებიან; როდესაც ლომს უვლიან, თვინიერდება; შურიანები კი უფრო მეტად მძვინვარდებიან, როდესაც მათ სიკეთეს უკეთებენ.
ჩვენ მუდამ ველით, რომ შეგვაქებენ და კეთილად მოგვიხსენიებენ და როდესაც ეს ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, ვღიზიანდებით, გვწყინს, სიმშვიდე გვეკარგება, თავის ამაღლების წყურვილით აღვსილნი შურით შევსცქერით სხვა ადამიანების ღირსებებსა და ს... იხილეთ სრულად
შუ შეგაწუხებს შური და ზრახვები, გაიხსენე, რომ ჩვენ ყველა ქრისტეს ნაწილები ვართ და როგორც პატივი, ისე უპატიობა ყველას ერთი გვაქვს, და ამ ფიქრებისგან გათავისუფლდები.
როდესაც ხედავ სიმდიდრეს ანდა - დიდებას, ან - საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.
ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ შური, თუ დიდად არ ჩავთვლით არც იმას, რასაც ადამიანები სიმდიდრეს უწოდებენ, არც მომხიბლავ დიდებას, არც სხეულის ჯანმრთელობას; არამედ ვისწრაფით მარადიული და ჭეშმარიტი მადლის მოსაპოვებლად
შურიანი ზეცაში არაფრად გამოდგება, რადგან იქაც არსებობს განსხვავება; თვითონ ვერ გაიხარებდა და სხვების სიხარულსაც მოწამლავდა.